პოლ სქოულზი: ლუკაკუსთან ერთად "მანჩესტერი" პრემიერლიგას ვერასდროს მოიგებს

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი ნახევარმცველი პოლ სქოულზი ბელგიელი რომელუ ლუკაკუს თამაშით უკმაყოფილოა.

მისი თქმით, "წითლები" ბელგიელთან ერთად პრემიერლიგის მოგებას ვერასდროს მოახერხებენ.

"დარწმუნებული არ ვარ, რომ ოდესმე ასეთი თავდამსხმელით პრემიერლიგას მოიგებენ. არ მგონია, რომ ის თავდაუზოგავად შრომობს. მართალია, ის ახალგაზრდაა, ძლიერია და გოლებიც გააქვს, მაგრამ ერთ-ერთია მათ შორის, ვინც "მანჩესტერისთვის" ბოლომდე არ იხარჯება" - განაცხადა ვეტერანმა ფეხბურთელმა.

რომელუ ლუკაკუ "მანჩესტერ იუნაიტედში" 2017 წელს გადავიდა და მას შემდეგ ჩატარებულ 62 მატჩში 31 გოლი გაიტანა.

altპოლ სქოულზმა გაამხილა რატომ არ უხმობენ "მანჩესტერში" სამუშაოდ

altრომელუ

ლუკაკუ: ჟოზე მოურინიო სერჟანტად მთვლის
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული