სალაჰმა და ვან დეიკმა ივარჯიშეს, ნაოპერაციევი მანე კი "ჰადერსფილდთან" ვერ ითამაშებს

AutoSharing Option
მოჰამედ სალაჰმა და ვირგილ ვან დეიკმა ნაკრებში მიღებული ტრავმები მოირჩინეს და "ლივერპულში" ივარჯიშეს.

მათ შეუზღუდავად ივარჯიშეს, რაც შეეხება ნაბი კეიტას, ბარძაყის ტრავმა აქვს და შაბათს "ჰადერსფილდთან" მისი თამაში საეჭვოა.

ამას გარდა, ამ შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებს ხელზე ნაოპერაციევი სადიო მანე.

მწყობრში ჩადგა "მანჩესტერ სიტისთან" მატჩში ტრავმირებული ჯეიმს მილნერი.

პრემიერლიგის მე-9 ტურის მატჩი "ჰადერსფილდსა" და "ლივერპულს" შორის შაბათს გაიმართება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული