პრემიერლიგა. XIII ტური: სარი პირველად "უემბლიზე" ჩავარდა [VIDEO]

AutoSharing Option
მაურიციო სარის "ჩელსიმ" პრემიერლიგაში პირველი მარცხი იწვნია. მაგრამ მარცხსაც გააჩნია: "არისტოკრატები" გასვლით შეხვედრაში უბრალოდ დაიჩაგრნენ "ტოტენჰემთან". ამხელა სხვაობას ორ ლიდერს შორის, ალბათ, არც არავინ ელოდა...

მოვლენებს წინ გავუსწრებთ და ვიტყვით: "უემბლიზე" შაბათს მხოლოდ ერთი გუნდი თამაშობდა და ეს იყო "ტოტენჰემი". მაურისიო პოჩეტინოს გაწვრთნილებმა განსაკუთრებით ძლიერად ჩაატარეს შეხვედრის საწყისი მონაკვეთი.

ამ მოგების შემტეგ "ტოტენჰემმა" სატურნირო ცხრილში "ჩელსის" გაუსწრო. ახლა "დეზებს" ჩემპიონთა ლიგაზე უმნიშვნელოვანესი შეხვედრა ელით "ინტერთან", რომელიც ნებისმიერ შემთხვევაში უნდა მოიგონ.

თამაში სწრაფი გოლით
დაიწყო - კრისტიან ერიკსენმა კარგად შეასრულა "სტანდარტი" და იპოვა დელე ალის თავი, ვინც კეპა არისაბალაგას "არისტოკრატთა" ხსნის იოტისოდენა შანსიც კი არ დაუტოვა.

მერე შეაგდო ჰარი კეინმა. კეპას მისი შორეული დარტყმის დროს აშკარად უკეთესად თამაში მართებდა, მიუხედავად იმისა, რომ მას ეფარებოდნენ. 55-ე წუთზე კი ჰიონ მინ სონმა გაიბრწყინა. სოლო-რეიდი შესანიშნავი გოლით დაასრულა. ოლივიე ჟირუს გვიანმა თავურმა ბევრი ვეღარაფერი შეცვალა.


"სიტიმ" გასვლაზე გადაუარა "ვესტ ჰემს". თავიდან დავიდ სილვამ შეაგდო ახლო მანძილიდან. ამას მოჰყვა მარცხენა ფლანგზე ლეროი სანეს დიდებული თამაში, რის შემდეგაც უკვე რაჰიმ სტერლინგმა მიითვალა გოლი. მესამე კი "სიტის" რიგებში უდავოდ საუკეთესო სანემ შეაგდო, ვინც მცველის შეცდომით ისარგებლა. ბოლო, მეოთხე გოლი ისევ სანეს ანგარიშზეა, ვინც გაბრიელ ჟეზუშს დაუფასა პასი.


"ლივერპულმა" გაილაღა "უოტფორდთან" გასვლით შეხვედრაში. პირველ ტაიმში ენფილდელებმა მეტოქის დაცვას ვერაფერი მოუხერხეს, მეორე ნახევარში კი მათი შეჩერება შეუძლებელი გახდა.

მოჰამედ სალაჰმა სადიო მანეს შესანიშნავი რეიდის შემდეგ გახსნა ანგარიში. ამას მოჰყვა ალექსანდრ-არნოლდის მიერ შედეგიანად შესრულებული საჯარიმო. მართალია, იურგენ კლოპის გუნდს ჯორდან ჰენდერსონი გაუძევეს, მაგრამ სტუმრებმა კიდევ ერთი გოლი შეაგდეს - დამატებაზე რობერტო ფირმინომ ივარგა.


რთული გასვლითი შეხვედრა მოიგო "არსენალმა". უნაი ემერის მიერ გაწვრთნილმა გუნდმა გასვლაზე 2:1 მოუგო "ბორნმუთს". ანგარიში ჯეფერსონ ლერმას ავტოგოლით გაიხსნა. კოლუმბიის ნაკრების საყრდენმა საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი.

"არსენალმა" ტაიმი მაინც ვერ მოიგო. ანგარიში ჯოშუა კინგმა გაათანაბრა. სულ ბოლოს კი იყო პიერ-ემერიკ ობამეიანგის გოლი - გაბონელი ვარსკვლავი ვარდნაში შესწვდა გრანიტ ჯაკას გადაცემას და - 2:1.


ფაქტები
  • "არსენალი" ერთადერთი პრემიერლიგური გუნდია, რომელსაც ამ სეზონში პირველი ტაიმი არ მოუგია.
  • "არსენალის" წაუგებელი მატჩების სერია 17-მდე გაიზარდა.
  • "ჩელსიმ" პრემიერლიგაში პირველი მარცხი იწვნია.
  • "ჩელსიმ" ზედიზედ მეორე თამაშში ვერ გაიტანა გოლი.
  • ამ დროისთვის პრემიერლიგაში 2 დაუმარცხებელი გუნდია - "მანჩესტერ სიტი" და "ლივერპული".
  • "ტოტენჰემი" ერთადერთია დიდი ოთხეულის გუნდთაგან, რომელსაც ჯერ არ უთამაშია ფრედ.

პრემიერლიგა. XIII ტური
ბრაიტონი-ლესტერი 1:1
გოლები: 1:0 გ. მარეი (15), 1:1 ვარდი (79-პენ)
გაძევება: მედისონი (28. ლესტერი)

ევერტონი-კარდიფი 1:0
გოლი: 1:0 სიგურდსონი (59)

ფულჰემი-საუთჰემპტონი 3:2
გოლები: 0:1 არმსტრონგი (18), 1:1 მიტროვიჩი (33), 2:1 შიურლე (43), 2:2 არმსტრონგი (53), 3:2 მიტროვიჩი (63)

მანჩესტერ იუნ-კრ. პალასი 0:0
მანჩესტერი (4-2-3-1): დე ხეა - დარმიანი, ლინდელიოფი, სმოლინგი, იანგი - მატიჩი, პოგბა (68. ალექსის სანჩესი) - ლინგარდი (80. ფელაინი), მატა (80. რაშფორდი), მარსიალი - ლუკაკუ.

უოტფორდი-ლივერპული 0:3
გოლები: 0:1 სალაჰი (67), 0:2 ალექსანდერ-არნოლდი (76), 0:3 ფირმინო (89)
ლივერპული (4-2-3-1): ალისონი - ალექსანდერ-არნოლდი, ლოვრენი, ვან დეიკი, რობერტსონი - ჰენდერსონი, ვეინალდუმი - შაჩირი (74. მილნერი), ფირმინო (90+2. მატიპი), მანე - სალაჰი (86. ფაბინიო).
გაძევება: ჰენდერსონი (82. ლივერპული)

ვესტ ჰემი-მანჩესტერ სიტი 0:4
გოლები: 0:1 დავიდ სილვა (11), 0:2 სტერლინგი (19), 0:3 სანე (34), 0:4 სანე (90+3)
სიტი (4-3-3): ედერსონი - უოლკერი, ოტამენდი, ლაპორტი, დელფი - დავიდ სილვა, ფერნანდინიო, გიუნდოგანი (69. ფოდენი) - სტერლინგი (74. მაჰრეზი), სანე, აგუერო (81. გაბრიელ ჟეზუში).

ტოტენჰემი-ჩელსი 3:1
გოლები: 1:0 ალი (8), 2:0 კეინი (16), 3:0 სონი (55), 3:1 ჟირუ (85)
ტოტენჰემი (4-2-3-1): ლორისი - ორიე, ფოიტი, ალდერვეირელდი, ბ. დევისი - დაიერი, სისოკო - ერიკსენი, ალი, სონი (78. ლამელა) - კეინი.
ჩელსი (4-3-3): არისაბალაგა - ასპილიკუეტა, რიუდიგერი, დავიდ ლუიზი, ალონსო - კანტე, ჟორჟინიო, კოვაჩიჩი (58. ბარკლი) - ვილიანი (78. ჟირუ), აზარი, მორატა (58. პედრო).

ბორნმუთი-არსენალი 1:2
გოლები: 0:1 ლერმა (30-საკ. კარში), 1:1 ჯ. კინგი (45+1), 1:2 ობამეიანგი (67)
არსენალი (3-4-2-1): ლენო - მუსტაფი, პაპასტატოპულოსი, ჰოლდინგი - ბელერინი, ტორეირა (79. გენდუზი), ჯაკა, კოლაშინაცი - მხითარიანი, ივობი (82. რემზი) - ობამეიანგი (90+4. ნკეტია).

ვულვზი-ჰადერსფილდი 0:2
გოლები: 0:1 მუი (6), 0:2 მუი (74)

ორშაბათი, 26 ნოემბერი
ბარნლი-ნიუკასლი 23:00

ბომბარდირები: 8 - სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი), პიერ-ემერიკ ობამეიანგი (არსენალი); 7 - ედენ აზარი (ჩელსი), გლენ მარეი (ბრაიტონი), ჰარი კეინი (ტოტენჰემი), რაჰიმ სტერლინგი (არსენალი), მოჰამედ სალაჰი (ლივერპული), ალექსანდრ მიტროვიჩი (ფულჰემი).

მომდევნო ტური
30 ნოემბერი: კარდიფი-ვულვზი
1 დეკემბერი: კრ. პალასი-ბარნლი, ჰადერსფილდი-ბრაიტონი, ლესტერი-უოტფორდი, მანჩესტერ სიტი-ბორნმუთი, ნიუკასლი-ვესტ ჰემი, საუთჰემპტონი-მანჩესტერ იუნ
2 დეკემბერი: ჩელსი-ფულჰემი, არსენალი-ტოტენჰემი, ლივერპული-ევერტონი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული