16 დეკემბერს, პრემიერლიგის მე-17 ტურში "ლივერპულმა" "მანჩესტერი" 3:1 დაამარცხა.
მოთელვაზე ტრავმა მიიღო "მანიუს" მცველმა სმოლინგმა და ის ბაიიმ შეცვალა. ანგარიში მანემ გახსნა, 33-ე წუთზე კი მეკარე ალისონის შეცდომით ლინგარდმა ისარგებლა და საპასუხო გოლი გაიტანა.
70-ე წუთზე შეცვლაზე შაქირი შევიდა და 10 წუთში დუბლი შეასრულა.
"ლივერპულმა" 45 ქულა დააგროვა და ლიდერობა დაიბრუნა. მეორე ადგილზე მყოფ "მანჩესტერ სიტის" 44 ქულა აქვს.
"ლივერპული" "მანჩესტერს" 19 ქულით უსწრებს.
"მანჩესტერმა" ჩემპიონატზე უკვე 29 გოლი გაუშვა, იმაზე მეტი, ვიდრე მთელ გასულ სეზონში.
ლივერპული. "ენფილდი"
ლივერპული - მანჩესტერი 3:1
გოლები: 1:0 მანე (27), 1:1 ლინგარდი (33), 2:1 შაქირი (73), 3:1 შაქირი (80)
ლივერპული: ალისონი, კლაინი, ვან დეიკი, ლოვრენი, რობერტსონი, ფაბინიო, ვეინალდუმი, კეიტა (შაქირი 70), მანე (ჰენდერსონი 84), ფირმინო, სალაჰი
მანჩესტერი: დე ხეა, დარმიანი, ბაიი, ლინდელეფი, იანგი, ერერა (მარსიალი 79), მატიჩი, ლინგარდი (მატა 85), დალოტი (ფელაინი 46), რეშფორდი, ლუკაკუ