პრემიერლიგა. XVII ტური: შეცვლაზე შესულმა შაქირიმ "ლივერპულს" "მანჩესტერი" დაამარცხებინა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
16 დეკემბერს, პრემიერლიგის მე-17 ტურში "ლივერპულმა" "მანჩესტერი" 3:1 დაამარცხა.

მოთელვაზე ტრავმა მიიღო "მანიუს" მცველმა სმოლინგმა და ის ბაიიმ შეცვალა. ანგარიში მანემ გახსნა, 33-ე წუთზე კი მეკარე ალისონის შეცდომით ლინგარდმა ისარგებლა და საპასუხო გოლი გაიტანა.

70-ე წუთზე შეცვლაზე შაქირი შევიდა და 10 წუთში დუბლი შეასრულა.

"ლივერპულმა" 45 ქულა დააგროვა და ლიდერობა დაიბრუნა. მეორე ადგილზე მყოფ "მანჩესტერ სიტის" 44 ქულა აქვს.

"ლივერპული" "მანჩესტერს" 19 ქულით უსწრებს.

"მანჩესტერმა" ჩემპიონატზე უკვე 29 გოლი გაუშვა, იმაზე მეტი, ვიდრე მთელ გასულ სეზონში.

ლივერპული. "ენფილდი"
ლივერპული - მანჩესტერი
3:1
გოლები: 1:0 მანე (27), 1:1 ლინგარდი (33), 2:1 შაქირი (73), 3:1 შაქირი (80)

ლივერპული: ალისონი, კლაინი, ვან დეიკი, ლოვრენი, რობერტსონი, ფაბინიო, ვეინალდუმი, კეიტა (შაქირი 70), მანე (ჰენდერსონი 84), ფირმინო, სალაჰი

მანჩესტერი: დე ხეა, დარმიანი, ბაიი, ლინდელეფი, იანგი, ერერა (მარსიალი 79), მატიჩი, ლინგარდი (მატა 85), დალოტი (ფელაინი 46), რეშფორდი, ლუკაკუ
მკითხველის კომენტარები / 2 /
სად პოულობთ ესეთი ხარისხის ვიდეოებს? :) ამის დადებას არ დადოთ საერთოდ სანამ კარგი ხარისხის ვიდეო გექნებათ ხომ ჯობია? ისევ თქვენს პრესტიჟზე მოქმედებს, კეთილი სურვილებით ...
ზურა
12:23 17-12-2018
0
ეკუთვნის ჟოზეს, პოგბას რომ არ ათამაშებს და ჯინაში უდგება დებილივით ყველას როგორც ტრამპი ან მიშა. ალბანელები შაქირის არ ამბობენ, მისი გვარის ალბანურად სწორად იკითხება როგორც შაჩირი.
niko
06:01 17-12-2018
0

სიახლეები პოპულარული