895 დღეში 537 ათასი ფუნტი - მთელი ამ ხნის პერიოდში მოურინიო სასტუმროში ცხოვრობდა

AutoSharing Option
როგორც იქნა ჟოზე მოურინიო Lawry-ს მიმღებში მისვლას შეძლებს და იტყვის: "გავდივარ"

მოურინიო სასტუმროში 2016 წლის 6 ივლისს ჩასახლდა და საერთო ჯამში ნომერი 895 დღით ჰქონდა აღებული.

სასტუმრო Lawry მოურინიოს მარტოობასთან არის ასოცირებული - ის მანჩესტერში მარტო გადაცხოვრდა, ოჯახი ლონდონში დარჩა. ქალიშვილი მატილდა ხელოვნებათა უნივერსიტეტში სწავლობს, ხოლო ვაჟა ჟოზე უმცორი "ფულჰემში" თამაშობდა. სახლის ყიდვას არანაირი აზრი არ ჰქონდა.

ინგლისური პრესა წერდა, რომ მოურინო თავისუფალ დროის დიდ ნაწილს ნომერში მოწყენილი ატარებდა. დასაწყისში რესტორანშიც კი ვერ დადიოდა, რადგან მოსვენებას არ აძლევდნენ და აპლიკაციით
საჭმელს ნომერში იძახებდა. მანჩესტერში მოურინიო ნაკლებად იღიმოდა, მისი პრესკონფერენციების სტილი შეიცვალა - ადრე ის გარე მტრებს უტევდა, "მანჩესტერ იუნაიტედში" კი შიდა მტრებზე გადაერთო.

მოურინიო ერთ-ერთ ლუქს ნომერში ცხოვრობდა, საიდან ხედი მდინარე ირველზე იშლებოდა. ასეთი აპარტამნეტის ფასი დღეში 600 ფუნტია, რაც იმას ნიშნავს, რომ პორტუგალიელმა სულ 537 ათასი ევრო გადაიხადა.

ნომერში ორი გასასვლელი, საძინებელი, მისაღები, სამზარეული და ოთხ პერსონისთვის განკუთვნილი სადილისთვის სამყოფი ფართი. კედლები კი მხატვარ ალან რანკლის ნამუშევრებით იყო გაფორმებული.

სასტუმროში ასევე არის სპორტდარბაზი, სპა, მაგრამ არ არის აუზი.

ამ შემოდგომამდე იგივე სასტუმროში მატჩებამდე "მანჩესტერ იუნაიტედიც" ჩერდებოდა, მაგრამ ერთხელ საცობში გაიჭედა და ლამის ჩემპიონთა ლიგის მატჩზე დააგვიანდა. ამის შემდეგ მოურინიო წინასამატჩო შეკრებებს "ოლდ ტრაფოდრთან" ახლოს მდებარ სასტუმრო Hilton-ში აწყობდა.

altოფიციალურად: "მანჩესტერ იუნაიტედმა" ჟოზე მოურინიო გაათავისუფლა

alt"მანჩესტერ იუნაიტედს" ჟოზე მოურინიოს დათხოვნა 26 მილიონი ევრო დაუჯდება

მკითხველის კომენტარები / 3 /
ვაჟა უმცროსმა დაგლიჯა.:DDD..ძალიან მოუხდა ბეჭდური შეცდომა სტატიას.
qomagi
19:21 20-12-2018
0
გადაცხოვრდა რა ქართულია? შეგირცხვათ მასწავლებელი.
status quo
16:15 19-12-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული