"მეთოფეები" ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს ნავასის შეძენას 13 მლნ ევროდ გეგმავენ.
ახალი მეკარის დამატება "არსენალის" მთავარ მწვრთნელს უნაი ემერის პირადად სურს.
მიმდინარე სეზონსი 32 წლის ნავასმა "რეალის" ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა, მან სულ 8 მატჩი ჩაატარა, სადაც 8 გოლი გაუშვა.
კოსტარიკელი ფეხბურთელის კონტრაქტი "სამეფო კლუბთან" 2020 წლის ზაფხულამდე მოქმედებს. მისი ტრანსფერი კი 15 მლნ ევროდ ფასდება.
კეილორ ნავასს "რეალიდან" წასვლა და პრემიერლიგაში გადასვლა სურს