ლეგენდარული მეკარე ზაფხულში კარიერას დაასრულებს

AutoSharing Option
ლონდონის "არსენალის" მეკარემ, პეტრ ჩეხმა განაცხადა, რომ ზაფხულში კარიერას დაასრულებს.

"ეს ჩემი მე-20 სეზონია პროფესიონალი ფეხბურთელის რანგში. ვფიქრობ, რომ შესაფერისი დროა, რომ სეზონის დამთავრების შემდეგ კარიერის დასრულების შესახებ გამოვაცხადო.

ყველაფერს მივაღწიე, რაც მინდოდა. 15 სეზონი გავატარე პრემიერლიგაში და მოვიგე ყველაფერი, რაც შეიძლებოდა.

გავაგრძელებ "არსენალში" დაუღალავად შრომას, რომ კიდევ ერთი ჯილდო მოვიგოთ", - დაწერა ჩეხმა "ტვიტერში".

პეტრ ჩეხმა პროფესიონალური კარიერა 1999 წელს დაიწყო. 2002 წლამდე ის ჩეხეთში "ხმელისა" და "სპარტას" რიგებში გადმოდიოდა. შემდეგ ფრანგულ "რენში" გადავიდა, სადაც ორი სეზონი გაატარა.

2004
წელს ჩეხი "ჩელსიში" 10.3 მლნ ფუნტის სანაცვლოდ გადავიდა. ლონდონური კლუბის მაისურით მან 494 შეხვედრა ჩაატარა, ხოლო 2015 წელს "არსენალში" გადავიდა, სადაც დღემდე ასპარეზობს.

ჩეხმა 4-ჯერ მოიგო პრემიერლიგა, 5-ჯერ ინგლისის თასი, 3-ჯერ ინგლისის ლიგის თასი და თითოჯერ ჩემპიონთა ლიგა და ევროპის ლიგა.

ჩეხეთის ნაკრების მაისურით მეკარემ 124 მატჩი ჩაატარა, რაც ეროვნული რეკორდია ჩატარებული შეხვედრების რაოდენობით. გარდა ამისა, ჩეხი ევრო 2004-ის ბრინჯაოს მედლის მფლობელია.

altპეტერ ჩეხი: მჯერა, "არსენალთან" ერთად პრემიერლიგის მოგება შემიძლია

მკითხველის კომენტარები / 2 /
ლორიასთან ახლოსაც ვერ მივა
ბესო
17:06 16-01-2019
0
მსოფლიოს ერთ ერთი უძლიერესი და სტაბილური მეკარე რატომღაც ვანდერ საარს ვამსგავსებ მანერებში გავს ??? ის ლეგენდაა
ვახო
18:40 15-01-2019
0

სიახლეები პოპულარული