"მანჩესტერმა" სტუმრად "ფულჰემი" გაანადგურა და მეოთხე ადგილზე გადავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
8 თებერვალს, პრემიერლიგის 26-ე ტურში "მანჩესტერმა" სტუმრად 3:0 სძლია "ფულჰემს".

დუბლი პოლ პოგბამ შეასრულა, რომელმაც, რაც გუნდის მწვრთნელად ოლე-გუნარ სოლსკიაერი დანიშნეს, 8 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა.

1 გოლი ენტონი მარსიალმა გაიტანა. მის ანგარიშზე პრემიერლიგაზე 33 გოლი და 17 საგოლე პასია - 2015 წლიდან მოყოლებული ეს მის გუნდში საუკეთესო შედეგია.

"მანჩესტერი" 51 ქულით მეოთხე ადგილზეა და 24 თებერვალს "ლივერპულს" უმასპინძლებს.

"მანიუმ" ამ სეზონში ინგლისის ჩემპიონატზე ყველაზე მეტი, 7 პენალტი გაიტანა.

ლონდონი. "კრეივენ კოტეჯი"
ფულჰემი - მანჩესტერი 0:3
გოლები: 0:1 პოგბა
(14), 0:2 მარსიალი (23), 0:3 პოგბა (65, პენ)
მკითხველის კომენტარები / 1 /
ამის მერე რო მაურინიოს მწვრთნელს დაუძახებ და გუნდში დანიშნავ რა...
0

სიახლეები პოპულარული