პრემიერლიგა. XXVI ტური: 6:0! ფეხბურთია თუ ჩოგბურთი? [VIDEO]

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედი" მართლაც რომ გაცოცხლდა ჟოზე მოურინიოს გუნდიდან წასვლის შემდეგ.

"წითელმა ეშმაკებმა" გასვლაზე 3 უპასუხო გოლი გაუტანეს ცუდ დღეში მყოფ "ფულჰემს", რომელმაც ვერც კლაუდიო რანიერის სამწვრთნელო ნიჭი და გამოცდილება შეირგო.

დუბლი მიითვალა პოლ პოგბამ. ერთი გოლი შეაგდო და საგოლე გადაცემა მიითვალა ანტონი მარსიალმა. ის, რაც ფრანგმა ვარსკვლავმა მატჩის 23-ე წუთზე გააკეთა, მხოლოდ აპლოდისმენტებს იმსახურებს. მისმა ბრწყინვალე სოლომ დიეგო მარადონას დაუვიწყარი დრიბლინგები მოგვაგონა...

"ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო. ძალიან თავდაჯერებულები ვიყავით და ამან შედეგი გამოიღო. ვაპირებთ, ისევე გავაგრძელოთ თამაში, როგორც
ახლა ვთამაშობთ. მოუთმენლად ველით "პარი სენ-ჟერმენთან" დაპირისპირებას", - განაცხადა "იუნაიტედის" დამრიგებელმა ოლე გუნარ სოლსკაიერმა.


"ლივერპულმა" დაივიწყა პატარა კრიზისი და საშინაო ასპარეზზე 3:0 მოუგო "ბორნმუთს". სტუმრებს საქმე სადიო მანემ, ჟორჟინიო ვაინალდუმისა და მოჰამედ სალაჰის გოლებმა მოუთავა.

"ძალიან კარგად ვითამაშეთ. განსაკუთრებით კარგი იყო მოჰამედ სალაჰი. ეს არის ზუსტად ის ფეხბურთი, რომელსაც ჩვენ მისგან ვითხოვთ. შეტევაში მწვავედ და ზუსტად ვიმოქმედეთ. ასევე უნდა გავაგრძელოთ მომავალშიც თამაში. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი 3 ქულა იყო", - თქვა იურგენ კლოპმა.


"არსენალმა" რთული გასვლითი გამარჯვება მოიპოვა "ჰადერსფილდთან" შეხვედრაში. სეად კოლაშინაცმა ჯერ მოწინააღმდეგის კარი აიღო, მერე კი - თავისი. "არსენალს" მოაგებინა ალექსანდრ ლაკაზეტმა. ფაქტია, სამ ქულას გემო არ გაესინჯება, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ "არსენალის" თამაშში არაერთი პრობლემაა.


ზედრამატული აღმოჩნდა "ტოტენჰემისა" და "ლესტერის" შეხვედრა, რომელშიც თავიდან მასპინძლები დაწინაურდნენ დავინსონ სანჩესის ზუსტი თავურით. მეორე ტაიმში "მელიებმა" გათანაბრების დიდებული შანსი მიიღეს.

11-მეტრიანი ჯეიმი ვარდიმ შეასრულა, ვინც მას შემდეგ შევიდა მინდორზე, რაც პენალტი დაინიშნა. გაუხურებელი ბომბარდირის დარტყმულს უგო ლორისი გაუმკლავდა, რასაც უმალ მოჰყვა სასჯელი - კრისტიან ერიკსენმა ანგარიშში სხვაობა ორამდე გაზარდა. სულ ბოლოს კი კონტრშეტევაზე შედეგიანად გაიქცა ჰიუნ-მინ სონი. აქვე შეგახსენებთ, რომ "ტოტენჰემს" ტრავმების გამო აკლდნენ ჰარი კეინი და დელე ალი.


ტურის ცენტრალურ შეხვედრაში "სიტი" ქარიშხლისებურად ეკვეთა "ჩელსის" და მატჩის დასაწყისშივე მოიპოვა გადამწყვეტი უპირატესობა. ჯერ რაჰიმ სტერლინგმა შეაგდო, მერე კი სერხიო აგუეროს ულამაზესი გოლი ვიხილეთ, ვინც მანამდე სასწაული მომენტი ვერ გამოიყენა.

საერთოდ, ეს შეხვედრა "კუნის" ბენეფისად იქცა. საბოლოო ჯამში, აბსოლუტურად დემორალიზებული "ჩელსის" კარში 6 უპასუხო გოლი გავიდა.


ფაქტები
  • სადიო მანემ ზედიზედ მეოთხე შეხვედრაში გაიტანა.
  • პოლ პოგბამ გააგრძელა ტრადიცია და ოლე გუნარ სოლსკაიერის ხელმძღვანელობით გამართულ შეხვედრაში ან გოლი გაიტანა, ან საგოლე პასი გააკეთა.
  • დავინსონ სანჩესმა "ტოტენჰემის" მაისურით პირველი გოლი შეაგდო.
  • რაჰიმ სტერლინგის გოლი ყველაზე სწრაფი იყო "მანჩესტერ სიტისა" და "ჩელსის" მატჩებში.
  • სერხიო აგუერომ შეასრულა მე-11 ჰეთ-თრიკი პრემიერლიგაში და ამ მაჩვენებლით ლეგენდარულ ალან შირერს გაუთანაბრდა.
  • აგუეროს ანგარიშზე "სიტის" მაისურით 160 გოლია და ამ მაჩვენებლით ის გუნდის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

პრემიერლიგა. XXVI ტური
ფულჰემი-მანჩესტერ იუნ 0:3
გოლები: 0:1 პოგბა (14), 0:2 მარსიალი (23), 0:3 პოგბა (65-პენ)
მანჩესტერი (4-3-3): დე ხეა - დალოტი, სმოლინგი, ჯოუნსი, შოუ - ერერა (85. ბაილი), მატიჩი, პოგბა (74. მაკტომინი) - მატა, მარსიალი (70. ალექსის სანჩესი), ლუკაკუ.

კრ. პალასი-ვესტ ჰემი 1:1
გოლები: 0:1 ნობლი (27-პენ), 1:1 ზაჰა (76), 1:2 კოლაშინაცი (90+3-საკ. კარში)

ჰადერსფილდი-არსენალი 1:2
გოლები: 0:1 ივობი (16), 0:2 ლაკაზეტი (44), 1:2 კოლაშინაცი (90+3-საკ. კარში)
არსენალი (3-4-3): ლენო - მუსტაფი, კოსიელნი, მონრეალი - მეიტლანდ-ნაილსი, ტორეირა (59. ელნენი), გენდუზი, კოლაშინაცი - მხითარიანი (76. სუარესი), ივობი (88. უილკოკი), ლაკაზეტი.

ლივერპული-ბორნმუთი 3:0
გოლები: 1:0 მანე (24), 2:0 ვეინალდუმი (34), 3:0 სალაჰი (48)
ლივერპული (4-3-3): ალისონი - მილნერი, მატიპი, ვან დაიკი, რობერტსონი - ვაინალდუმი (77. ალექსანდერ-არნოლდი), ფაბინიო, კეიტა - სალაჰი, მანე (87. ორიგი), ფირმინო (90. სტარიჯი).

უოტფორდი-ევერტონი 1:0
გოლი: 1:0 ე. გრეი (65)
გაძევება: ზუმა (90+5. ევერტონი)

საუთჰემპტონი-კარდიფი 1:2
გოლები: 0:1 ბამბა (69), 1:1 სტივენსი (90+1), 1:2 ზოჰორე (90+3)

ტოტენჰემი-ლესტერი 3:1
გოლები: 1:0 დავინსონ სანჩესი (33), 2:0 ერიკსენი (63), 2:1 ვარდი (76), 3:1 სონი (90+1)
ტოტენჰემი (4-1-2-1-2): ლორისი - ტრიპიერი, დავინსონ სანჩესი, ვერტონგენი, როუზი (88. უოლკერ-პიტერსი) - უინქსი - სისოკო, სკიპი (71. ალდერვეირელდი) - ერიკსენი - სონი, ლორენტე (80. ვანიამა).
გამოუყენებელი პენალტი: ვარდი (60. ლესტერი)

ბრაიტონი-ბარნლი 1:3
გოლები: 0:1 ვუდი (26), 0:2 ვუდი (61), 0:3 ბარნსი (74-პენ), 1:3 დაფი (76)

მანჩესტერ სიტი-ჩელსი 6:0
გოლები: 1:0 სტერლინგი (4), 2:0 აგუერო (13), 3:0 აგუერო (19), 4:0 გიუნდოგანი (25), 5:0 აგუერო (56-პენ), 6:0 სტერლინგი (80)
სიტი (4-3-3): ედერსონი - უოლკერი, სტოუნზი, ლაპორტი, ზინჩენკო - გიუნდოგანი, ფერნანდინიო (76. დავიდ სილვა), დე ბრუინი (68. მაჰრეზი) - ბერნარდო სილვა, სტერლინგი, აგუერო (65. გაბრიელ ჟეზუში).
ჩელსი (4-3-3): არისაბალაგა - ასპილიკუეტა, რიუდიგერი, დავიდ ლუიზი, ალონსო (73. ემერსონი) - კანტე, ჟორჟინიო, ბარკლი (53. კოვაჩიჩი) - პედრო (66. ლოფტუს-ჩიკი), აზარი, იგუაინი.

ორშაბათი, 11 თებერვალი
ვულვზი-ნიუკასლი 23:59

ბომბარდირები: 17 - მოჰამედ სალაჰი (ლივერპული), სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი); 15 - პიერ-ემერიკ ობამეიანგი (არსენალი); 14 - ჰარი კეინი (ტოტენჰემი); 12 - ედენ აზარი (ჩელსი), სადიო მანე (ლივერპული), რაჰიმ სტერლინგი (მანჩესტერ სიტი).

მომდევნო ტური
22 თებერვალი: კარდიფი-უოტფორდი, ვესტ ჰემი-ფულჰემი
23 თებერვალი: ბარნლი-ტოტენჰემი, ბორნმუთი-ვულვზი, ნიუკასლი-ჰადერსფილდი, ლესტერი-კრისტალ პალასი
24 თებერვალი: არსენალი-საუთჰემპტონი, მანჩესტერ იუნაიტედი-ლივერპული

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ფეხბურთი არა კვახი,სადაა ფეხბურთი? ვინ თამაშობს დღეს ფეხბურთს? როგორც ფეხბურთში გატყუებენ ჩაწყობილი თამაშებით დორტმუნდი- ჰოფენჰაიმი,სევილია-ეიბარი და ა.შ.ისევე იტყუება ევროპა და აშშ პოლიტიკურ საკითხებში
pheola
14:26 11-02-2019
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული