კასანომ რონალდო გააკრიტიკა: "შენ ვერ გეყოლება მწვრთნელი, რომელსაც კრიშტიანოსთან ერთად სურს თამაში..."

AutoSharing Option
იტალიის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა ანტონიო კასანომ კრიშტიანო რონალდო გააკრიტიკა. ექსფეხბურთელმა განაცხადა, რომ რონალდო პირად მიღწევაზე უფრო მეტადაა კონცენტრირებული, ვიდრე "იუვენტუსის" წარმატებაზე.

ანტონიომ ასევე განმარტა, რომ "ბებერი ქალბატონის" ყოფილი თავკაცის, მაურისიო სარისთვის მთავარი საკითხი თავისი ფილოსოფიის რონალდოს ფეხბურთის სტილისთვის მორგება გახლდათ.

"თუ კრიშტიანოს გაყიდით, თქვენ 100 მილიონი ევრო გექნებათ, რითაც შეძლებთ რამდენიმე კარგი ფეხბურთელის გუნდში დამატებას. გასულ წელს სარიმ გუნდს ბოლო წლების საუკეთესო ფეხბურთი ათამაშა, თუმცა მაინც გადააყენეს.

მისი პრობლემა რონალდო გახლდათ. შენ ვერ გეყოლება მწვრთნელი, რომელსაც კრიშტიანოსთან ერთად სურს თამაში.
ანდრეა პირლოს სწორედ პორტუგალიელი ამუხრუჭებს.
რონალდო მხოლოდ თავის გოლებსა და რეკორდებზე ფიქრობს. თუ პრეზიდენტი ხარ და გინდა გუნდის წარმატება, არ შეიძლება გამოუცდელ მწვრთნელს რონალდოს ყოლის პასუხისმგებლობა დააკისრო.

მაგალითად, ახალგაზრდა კულუსევსკი გავლენის ქვეშაა მოქცეული" - განაცხადა კასანომ. 

მომზადებულია marca-ს მიხედვით

alt"იუვენტუსი" მზადაა რონალდო სერიოზული ფასდაკლებით გაყიდოს

მკითხველის კომენტარები / 11 /
კასანოს ნათქვამი უბრალოდ სასაცილოა, ეტყობა რა უტვინო ბოღმაც არის.
არჩილ
15:38 25-03-2021
1
ფეხბურთში არაფერია გოლზე მნიშვნელოვანი და ფასეული.
გოლის გატანა არის ურთულესი და უმთავრესი მახასიათებელი მოთამაშის.
ეხლა რომ ითვლიან ასისტებს , დრიბლინგებს და ათას სისულელეს.
რონალდო 15 წელია საუკეთესო მეგოლეა და ეხლაც 36 წლის ასაკში ერთ-ერთი საუკეთესო და ასეთ კაცზე ამბობს თავის თავზე ზრუნავსო :)
თუ გონია ეხლა რეალი 4 ლიგას ამის გარეშე დადებდა? დადონ ეხლა ხომ აღარ ყავთ თავის თავზე მოფიქრალი.
ან კიდევ იუვეს რონიმ შეუშალა ხელი ხო წამრატებაში.
რამდენი რეგვენია ამ ქვეყანაზე :)
2

სიახლეები პოპულარული