"მანჩესტერ სიტი" ლიდერის რანგში გავა მინდორზე. "ქალაქელები" ფრთაშესხმულები არიან ბოლო დროს განვითარებული მოვლენებით. პეპ გვარდიოლას გუნდს მაინცდამაინც არც ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალი ადარდებს, რადგან "შალკესთან" შეხვედრაში საქმე თითქმის მოთავებული აქვს პირველი რაუნდის შემდეგ.
"ლივერპულმა" ლიდერობა დაკარგა, მაგრამ ჩემპიონობაზე ფიქრი ენფილდელებს ისევ არ ასვენებთ. რა თქმა უნდა, "ბარნლისთან" შეხვედრა გუნდმა უნდა მოიგოს, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ იურგენ კლოპის გაწვრთნილებს ჩემპიონთა ლიგაზე "ბაიერნთან" საპასუხო შეხვედრა აქვთ ჩასატარებელი...
უნდა მოიგოს "ჩელსიმ", რომელიც ამ დროისთვის ოთხეულს გარეთაა. "არისტოკრატები" იდეალურ ფორმაში არ არიან, მაგრამ "ვულვზს"
მთავარი შეხვედრა ლონდონში შედგება. ერთი, რომ ეს საფეხბურთო კლასიკაა და მეორეც, ოთხეულისთვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაშია შესული. ეს თამაში მაშინაც კი დიდი დატვირთვის მატარებელი იქნებოდა, არაფერი რომ არ წყდებოდეს, ახლა კი სასწორზე ჩემპიონთა ლიგის საგზური დევს. დაძაბულობა გარანტირებულია, რადგან ერთმანეთს "არსენალი" და "მანჩესტერ იუნაიტედი" ხვდებიან.
ცოტა ხნის წინ ოლე გუნარ სულშერის გუნდს ოთხეულში მოხვედრის შანსი თითქოს აღარ ჰქონდა, მაგრამ ახლა ვითარება შეცვლილია. მეოთხე ადგილზე სწორედ "იუნაიტედია". ამ შეხვედრას რამდენიმე ქვეტექსტი აქვს. ალექსის სანჩესი დაშავებულია, თორემ მის ყოფილ კლუბს დაუპირისპირდებოდა. სამაგიეროდ, "იუნაიტედის" წინააღმდეგ ითამაშებს მისი ყოფილი ფეხბურთელი ჰენრიხ მხითარიანი.
მოკლედ, უნდა ჩავუჯდეთ - ნაღდი ინგლისური საფეხბურთო თრილერი უამრავ საინტერესოს გვპირდება. მით უმეტეს, ამ გრანდებს შორის ბოლო თამაშები შედეგიანი გამოდის.
ფაქტები
- "ბრაიტონმა" ბოლო შეხვედრაში აჯობა "კრისტალ პალასს".
- "ვესტ ჰემი" 7 შეხვედრაში აღმოჩნდა "კარდიფზე" ძლიერი.
- "ლესტერისა" და "ფულჰემის" ბოლო 5 შეხვედრაში ორივემ გაიტანა.
- "ნიუკასლისა" და "ევერტონის" ბოლო მატჩი ფრედ დასრულდა.
- "საუთჰემპტონისა" და "ტოტენჰემის" ბოლო 6 შეხვედრაში ორივემ გაიტანა.
- "მანჩესტერ სიტიმ" ზედიზედ 9 მატჩი მოუგო "უოტფორდს".
- "ლივერპულმა" ბოლო ორ შეხვედრაში აჯობა "ბარნლის".
- "ვულვზი" ბოლო შეხვედრაში აღმოჩნდა "ჩელსიზე" ძლიერი.
- "არსენალისა" და "მანჩესტერის" ბოლო 4 შეხვედრაში ორივემ გაიტანა.
პრემიერლიგა. XXX ტური
შაბათი, 9 მარტი
კრ. პალასი-ბრაიტონი 16:30
კარდიფი-ვესტ ჰემი 19:00
ჰადერსფილდი-ბორნმუთი 19:00
ლესტერი-ფულჰემი 19:00
ნიუკასლი-ევერტონი 19:00
საუთჰემპტონი-ტოტენჰემი 19:00
მანჩესტერ სიტი-უოტფორდი 21:30
კვირა, 10 მარტი
ლივერპული-ბარნლი 16:00ჩელსი-ვულვზი 18:05
არსენალი-მანჩესტერ იუნ 20:30
ბომბარდირები: 18 - სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი); 17 - მოჰამედ სალაჰი (ლივერპული); 16 - ჰარი კეინი (ტოტენჰემი), პიერ-ემერიკ ობამეიანგი (არსენალი); 14 - სადიო მანე (ლივერპული); 12 - ედენ აზარი (ჩელსი), რაჰიმ სტერლინგი (მანჩესტერ სიტი), ალექსანდრ ლაკაზეტი (არსენალი), რომელუ ლუკაკუ (მანჩესტერ იუნ).
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"