ლონდონის "ჩელსის" შემტევი ედენ აზარი უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, თითქოს მადრიდელთა თავკაცმა ზინედინ ზიდანმა ის ზაფხულში "სანტიაგო ბერნაბეუზე" გადასვლაზე დაითანხმა.
22 მარტს გამოცემა Metro წერდა, რომ აზარმა "სამეფო კლუბთან" ხუთწლიანი კონტრაქტი შეათანხმა.
"ეს სიმართლეს არ შეესაბამება. ჯერჯერობით მსგავსი არაფერი მომხდარა.
მთლიანად კონცენტრირებული ვარ კვიპროსთან დაგეგმილ მატჩზე. ეს ერთადერთია, რაზეც ახლა ვფიქრობ", - განაცხადა 28 წლის ბელგიელმა.
მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით