პრემიერლიგა. XXXIV ტურის წინ: შეუშლის ხელს "ჩელსი" "ლივერპულს"?

AutoSharing Option
პრემიერლიგაში გადამწყვეტი მატჩების ჯერი დგება. ეს ეხება როგორც საჩემპიონო ბრძოლას, ისე პირველ ოთხეულში გასვლას. ამ ტურშიც ძალიან მნიშვნელოვანი ამბები დატრიალდება ინგლისურ სტადიონებზე.

ჩემპიონობისთვის ორი გუნდი იბრძვის. დავიწყოთ "მანჩესტერ სიტის" ამბებით, რომელიც დაკარგული ქულების მიხედვით ლიდერია. "სიტის" რთული გასვლითი თამაში ელის "კრისტალ პალასთან". ეს რომ ასე იქნება, ამ გუნდების ბოლო შეხვედრაც ადასტურებს. "სიტი" გადაღლილი უნდა იყოს ჩემპიონთა ლიგაში "ტოტენჰემთან" მომქანცველი და წაგებული საგარეო შეხვედრის შემდეგ.

"ლივერპულისა" და "ჩელსის" შეხვედრა კი ამ ტურში ცენტრალურად უნდა შევრაცხოთ.

მერსისაიდელებისთვის ქულების დაკარგვა საბედისწერო იქნება ჩემპიონობისთვის
ბრძოლის კუთხით. თავის მხრივ, "ჩელსი" ოთხეულისთვის იბრძვის და არაფრის დათმობას არ აპირებს. ასე რომ, "ენფილდზე" დანდობა არ იქნება, არანაირი კომპრომისი!

"ლივერპული" ფრთაშესხმულია მას შემდეგ, რაც ჩემპიონთა ლიგის პირველ მეოთხედფინალში "პორტუს" შინ 2:0 მოუგო. რა თქმა უნდა, ეს ნახევარფინალის გარანტია ვერ არის, მაგრამ გვარიანი ნაბიჯი კია ნახევარფინალისკენ.

პრემიერლიგა. XXXIV ტური
პარასკევი, 12 აპრილი
ლესტერი-ნიუკასლი 23:00

შაბათი, 13 აპრილი
ტოტენჰემი-ჰადერსფილდი 15:00
ბრაიტონი-ბორნმუთი 18:00
ბარნლი-კარდიფი 18:00
ფულჰემი-ევერტონი 18:00
საუთჰემპტონი-ვულვზი 18:00
მანჩესტერ იუნ-ვესტ ჰემი 20:30

კვირა, 14 აპრილი
კრ. პალასი-მანჩესტერ სიტი 17:05
ლივერპული-ჩელსი 19:30
ორშაბათი, 15 აპრილი
უოტფორდი-არსენალი 23:00

ბომბარდირები: 19 - აგუერო (მანჩესტერ სიტი); 18 - სალაჰი (ლივერპული); 17 - ობამეიანგი (არსენალი), კეინი (ტოტენჰემი), მანე (ლივერპული); 16 - აზარი (ჩელსი); 15 - სტერლინგი (მანჩესტერ სიტი), ვარდი (ლესტერი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული