პრემიერლიგა. XXXV ტურის წინ: რთული გამოცდები ლიდერებისთვის

AutoSharing Option
...ფაქტია, "მანჩესტერ სიტის" ბევრი ოფლის ღვრა მოუწევს საიმისოდ, რომ სასურველ შედეგს მიაღწიოს. თავის მხრივ, "ტოტენჰემიც" ვერ მოდუნდება, მიუხედავად იმისა, რომ "ეტიჰადზე" ემოციების ჭიდილიც იყო.

ძალიან ძნელი იქნება ფეხბურთელების მობილიზება და საბრძოლოდ დამუხტვა ასეთ მცირე დროში როგორც პეპ გვარდიოლასთვის, ისე მაურისიო პოჩეტინოსთვის. ცოტა ხნის წინ ისე ჩანდა, რომ "ტოტენჰემს" ოთხეულში ადგილი განაღდებული ჰქონდა, მაგრამ ახლა ასე აღარ არის... თავის მხრივ, ჩემპიონთა ლიგაში განცდილი მარცხის შემდეგ "სიტი" რევანშის წყურვილით იწვის...

იოლი ამოცანა არც "ლივერპულს" აქვს. იურგენ კლოპის გუნდი გასვლაზე ეთამაშება "კარდიფს", რომელიც
გამალებით ებღაუჭება პრემიერლიგაში ადგილის შენარჩუნების ბოლო შანსებს. გასაგებია, რომ მერსისაიდელები კლასით გაცილებით მაღლა დგანან მეტოქეზე, მაგრამ ფეხბურთში სხვა ფაქტორებიც არსებობს...

"არსენალმა" თითქოს უპრობლემოდ უნდა მოუგოს "კრისტალ პალასს", მაგრამ ინგლისურ ფეხბურთს რას გაუგებ. მით უმეტეს, "პალასს" ჰყავს თავისი გამორჩეული ვარსკვლავები და სიურპრიზის შეთავაზება ნებისმიერი მოწინააღმდეგისთვის შეუძლია.

"არსენალს" გარკვეული პრობლემები აქვს დაცვაში, რითიც როი ჰოჯსონის გუნდის სწრაფ შემტევებს შეუძლიათ, ისარგებლონ. მით უმეტეს, "მეთოფეები" დაღლილები" უნდა იყვნენ ევროპალიგაზე "ნაპოლისთან" ვოიაჟის შემდეგ...

ერთი შეხედვით, ყველაზე იოლი მისია "ჩელსის" აქვს. მაურიციო სარის შინაურ კედლებში "ბარნლის" დამარცხება არ უნდა გაუჭირდეს. სხვა საქმეა, რომ "არისტოკრატები" მთელ რიგ შეხვედრებში ვერ აჩვენებენ ისეთ თამაშს, როგორსაც მათგან ელიან.

"მანჩესტერ იუნაიტედს" კი, თუ ოთხეულში მოხვედრა სურს, ფეხის დაცდენის ფუფუნება აღარ აქვს "ევერტონთან" საგარეო შეხვედრაში. საკითხავია, რამდენად აღიდგინა ძალა ოლე გუნარ სულშერის გუნდმა ჩემპიონთა ლიგაში "ბარსელონასთან" უთანასწორო ბრძოლაში დაცემის შემდეგ.

"ევერტონს" კი საკუთარ მოედანზე გრანდების გამწარება არ ესწავლება. საინტერესოა ისიც, რომ თავის ყოფილ კლუბს დაუპირისპირდება რომელუ ლუკაკუ. ის ერთ დროს ლივერპულელთა ნამდვილი კერპი იყო, ახლა კი "წითელი ეშმაკებისთვის" გააქვს...

ფაქტები
  • "მანჩესტერ სიტიმ" ბოლო 3 მატჩი მოუგო "ტოტენჰემს".
  • "ბორნმუთმა" ზედიზედ სამჯერ დაამწუხრა "ფულჰემი", რომელიც უკვე გავარდნილია პრემიერლიგიდან.
  • "ჰადერსფილდისა" და "უოტფორდის" ბოლო 2 შეხვედრაში ორივეს არ გაუტანია.
  • "ვესტ ჰემისა" და "ლესტერის" ბოლო 3 მატჩში 2,5-ზე ნაკლები გოლი გავიდა.
  • "ბრაიტონმა" ზედიზედ 3 შეხვედრა მოუგო "ვულვზს".
  • "ნიუკასლისა" და "საუთჰემპტონის" ბოლო 2 შეხვედრაში ორივეს არ გაუტანია.
  • "მანჩესტერ იუნაიტედმა" მიჯრით 3 მატჩში მოახერხა "ევერტონის" დამარცხება.
  • "არსენალისა" და "კრისტალ პალასის" ბოლო შეხვედრა ფრედ დასრულდა.

პრემიერლიგა. XXXV ტური
შაბათი, 20 აპრილი
მანჩესტერ სიტი-ტოტენჰემი 15:30
ბორნმუთი-ფულჰემი 18:00
ჰადერსფილდი-უოტფორდი 18:00
ვესტ ჰემი-ლესტერი 18:00
ვულვზი-ბრაიტონი 18:00
ნიუკასლი-საუთჰემპტონი 20:30

კვირა, 21 აპრილი
ევერტონი-მანჩესტერ იუნ 16:30
არსენალი-კრ. პალასი 19:00
კარდიფი-ლივერპული 19:00
ორშაბათი, 22 აპრილი
ჩელსი-ბარნლი 23:00

ბომბარდირები: 19 - აგუერო (მანჩესტერ სიტი), სალაჰი (ლივერპული); 18 - მანე (ლივერპული), ობამეიანგი (არსენალი); 17 - სტერლინგი (მანჩესტერ სიტი), კეინი (ტოტენჰემი); 16 - აზარი (ჩელსი); 15 - ვარდი (ლესტერი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული