პრემიერლიგაში დრამატული ფინიშია - "ლივერპული" ისევ წინ გაიჭრა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
26 აპრილს, პრემიერლიგის 36-ე ტურში "ლივერპულმა" საკუთარ მოედანზე "ჰადერსფილდი" 5:0 გაანადგურა.

პრემიერლიგიდან უკვე გავარდნილმა "ჰადერსფილდმა" წინააღმდეგობა ვერ გაუწია მრისხანე მეტოქეს და თამაში პირველივე ტაიმში წააგო.

"ლივერპული" ისევ გალიდერდა, "მანჩესტერ სიტის" 2 ქულით გაექცა, რომელიც 28 აპრილს სტუმრად "ბარნლის" შეხვდება.

ნაბი კეიტამ ანგარიში მე-15 წამზე გახსნა - ეს პრემიერლიგაში "წითლების" ყველაზე სწრაფი გოლია.

დუბლის შემსრულებელი მოჰამედ სალაჰი ბომბარდირთა დავაში 21 გოლით გალიდერდა, მასზე 1 გოლით ნაკლები აქვს გატანილი მის თანაგუნდელ სადიო მანეს, რომელმაც ასევე დუბლი შეასრულა.

ენდრიუ რობერტსონმა ამ შეხვედრაში 2
საგოლე გადაცემა გააკეთა და პრემიერლიგის ისტორიაში მესამე მცველია, რომელმაც სეზონში 10+ პასი მიითვალა.

ლივერპული. "ენფილდი". 53 249 მაყურებელი
ლივერპული - ჰადერსფილდი 5:0
გოლები: 1:0 კეიტა (1), 2:0 მანე (23), 3:0 სალაჰი (45+1), 4:0 მანე (66), 5:0 სალაჰი (83)
მკითხველის კომენტარები / 3 /
წამგები სიტი ნამდვილად არაა. მაგრამ ერთი ფრეც რომ ოთამაშოს ნანატრ ჩემპიონობას ვეღირსებით
თორნიკე
10:04 27-04-2019
0
გარკვეულია აქ ყველაფერი. სიტი თამაშის წამგები რომ არ იყო ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის მერე, უკვე ცხადი იყო.
odala
02:29 27-04-2019
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული