ემანუელ პეტი: მესუთ იოზილი მოედანზე მიცვალებულივითაა

AutoSharing Option
"არსენალის" ყოფილი ნახევარმცველი ემანუელ პეტი თვლის, რომ "მეთოფეებს" გუნდის საფუძვლიანად გადახალისება მართებთ.

"არსენალიდან" ზაფხულში ბევრი ფეხბურთელია გასაშვები. მას შემდეგ დიდი ხანი გავიდა, რაც გუნდი ჩემპიონობისთვის იბრძოდა. ერთადერთი გამოსავალი შემადგენლობის გაძლიერებაა.

უნაი ემერიმ დიდი სამუშაო ჩაატარა, ასეთი გუნდი ევროპა ლიგის ფინალში გაიყვანა. კლუბის ხელმძღვანელობამ მას ძალაუფლება უნდა გადასცეს. ის ამ ფეხბურთელებით მეტს ვერაფერს ვერ მიაღწევს.

მაგალითად, რა სჭირს მესუთ იოზილს? მოედანზე მიცვალებულივითაა. დაიკარგა", - ციტირებს პეტის Goal-ი.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული