"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა განცხადება გააკეთა მისი აგენტის მიერ გაკეთებულ კომენტარზე, რომ შესაძლოა კლოპმა ბრიტანეთი ამინდის გამო დატოვოს.
"მას სურდა ეხუმრა, ამიტომ მე ვიქნები სერიოზული. ეს გერმანული იუმორი იყო, რომელიც, რა თქმა უნდა, ვერავინ გაიგო.
მე ბრიტანულ კლიმატთან არანაირი პრობლემა არ მაქვს. სიტყვასიტყვით ვიმეორებ: მე არასდროს მიმიტოვებია მუშაობა გუნდში უამინდობის გამო და ეს არასდროს გახდება რომელიმე ქვეყნის დატოვების მიზეზი. ეს ისტორია არაფრად არ ღირს. კოსიცკე ჩემი აგენტი და მეგობარია", - განუცხადა კლოპმა A Bola-ს.
"ლივერპული" დღეს, 17 სექტემბერს, ჩემპიონთა
ლიგის პირველ ტურში გასვლაზე "ნაპოლის" დაუპირისპირდება, ხოლო გერმანელი აგენტის კომენტარი კი ქვევით მოცემულ სტატიაში შეგიძლიათ იხილოთ.