ინგლისის FA Cup-ის შეხვედრა "ჰერინგი ბოროუსა" და "იოვილის" შეხვედრა სტუმარი გუნდის ფანების მხრიდან რასისტული შეძახილების გამო შეწყდა და "ჰერინგის" ფეხბურთელებმა მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილებით მოედანი 64-ე წუთზე დატოვეს.
"იოვილ თაუნის" წინააღმდეგ მატჩი მშვიდად, პრობლემების გარეშე მიმდინარეობდა, ყვითელი ბარათიც არავის მიუღია. თუმცა, ერთ ეპიზოდში, როცა ჩვენ სასარგებლოდ კუთხური დაინიშნა, ჩემმა რამდენიმე ფეხბურთელმა მაიმუნის ხმები გაიგონა. ამის შემდეგ ჩვენს კამერუნელ მეკარის, ვალერი დუგლას პეჟიტეტის მისამართით ბოთლების, ბურთების სროლა დაიწყეს და შეურაცხყოფას აყენებდნენ. მე ვუყურებდი ჩემი ფეხბურთელების სახეებს და ვხედავდი, როგორ უჭირდა რამდენიმე მათგანს
მოედანზე ყოფნა. არ შემეძლო ამის გაგრძელება და ჩემი ბიჭების შეურაცხყოფის ყურება. ფანების დამშვიდება რამდენჯერმე სცადეს, თუმცა არაფერი გამოვიდა და ჩემს ფეხბურთელებს მოედნის დატოვებისკენ მოვუწოდე,"- განაცხადა "ჰერინგ ბოროუს" მთავარმა მწვრთნელმა ტომ ლოიზუმ.
თამაში კი შეწყდა და იმ დროისთვის მასპინძლები 1:0-ს იგებდნენ. მოგვიანებით, ფეხბურთელები მოედანზე დაბრუნდნენ, ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს და თავიანთ ფანებს მადლობა გადაუხადეს. აღსანიშნავია, რომ თავად "იოვილ თაუნის" ფანების დიდი ნაწილი მათი რასისტი "კოლგების" ქცევით უკმაყოფილო იყო.