ტელეგადაცემისას ჰარი რედნაპს ყურში ყურსასმენი გაეჭედა და საავადმყოფოში გადაიყვანეს

AutoSharing Option
"ტოტენჰემის" ყოფილი მწვრთნელი ჰარი რედნაპი საავადმყოფოში მას შემდეგ გადაიყვანეს, რაც ყურიდან ყურსასმენი ვერ გამოიღო, - იტყობინება The Athletic.

გამოცემის ცნობით, 72 წლის რედნაპი BT Sport-ზე ექსპერტად იყო მიწვეული, პროგრამის დასრულების შემდეგ კი ყურსასმენი ვერ გამოიღო. გადამღებმა ჯგუფმა ყურსასმენის ბრტყელტუჩათი გამოძრობა ვერ მოახერხა და საავადმყოფოში გადაიყვანეს.

"როდესაც მივედი, ყურსასმენი გამიკეთეს, როცა გამოღება დავაპირე, მისი ნაწილი ჩატყდა და ყურში გაიჭედა. საავადმყოფოში მომიწია წასვლა, რადგან, როდესაც იმ ბიჭებმა ყურსასმენის გამოღება სცადეს, ყურში უფრო ღრმად ჩატენეს", - დაიჩივლა რედნაპმა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული