"ტოტენჰემის" ახალმა მენეჯერმა ჟოზე მოურინიომ 38 წლის თავდამსხმელ ზლატან იბრაჰიმოვიჩის მის გუნდში გადასვლა გამორიცხა.
"ჩვენ კარგი ურთიერთობა გვაქვს. გასაოცარი ფეხბურთელია, შესანიშნავი ბიჭი, მაგრამ "ტოტენჰემში" მისი ტრანსფერის შანსი არ არსებობს.
ჩვენ ინგლისის საუკეთესო ფორვარდი გვყავს. ზლატანის დონის თავდამსხმელის იმ გუნდში გადასვლას, სადაც ჰარი კეინი თამაშობს, არავითარი აზრი არა აქვს", - განუცხადა მოურინიომ ESPN-ს.