აღიარეს, გაუგრძელეს, აამეს - ქარიზმატულ იურგენ კლოპს "ლივერპულის" დატოვება არც უფიქრია

AutoSharing Option
ფეხბურთზე ყველას თავისი შეხედულება აქვს, სტილის, თამაშის მანერის მიხედვით და ასეც უნდა იყოს. ზოგს ესა თუ ის გუნდი გათვითცნობიერებულად მოსწონს თუ უყვარს, ზოგს გაუთვითცნობიერებულად. გემოვნების საკითხია. თუმცა, ყველაფერზე შედეგები მეტყველებს. იურგენ კლოპმა "ლივერპულს" ძველი დიდება დაუბრუნა, მისი ხელმძღვანელობით მერსისაიდულმა გუნდმა ჩემპიონთა ლიგა მოიგო, ახლა კი პრემიერლიგაზე გვარიანი ფორით გაიჭრა წინ.

დაუფასეს კიდეც ამაგი, 2021 წლის ზაფხულამდე მოქმედი კონტრაქტი 3 სეზონით გაუგრძელეს და ინგლისის ჩემპიონატის თვის საუკეთესო მწვრთნელად აღიარეს. აღიარეს ბოლო 4 თვეში მესამედ.

"ეს ძალიან სასიამოვნოა, მაგრამ პირად ჯილდოდ არ
აღვიქვამ, რადგან ყველაფერს ჩემი ფეხბურთელების კარგი თამაშით მივაღწიე, ისინი დიდებულ სეზონს ატარებენ", - განუცხადა კლოპმა პრემიერლიგის საიტს.

გარდა იმისა, რომ ჩინებული მწვრთნელია, გერმანელი სპეციალისტი საოცრად ქარიზმატულია თავისი უშუალობით, ემოციურობითა და იუმორით.

კლოპმა ხელშეკრულების გახანგრძლივებით გამოწვეული სიხარული ვერ დამალა და კლუბის მეპატრონეები შეაქო:

"კლუბის ასეთ მეპატრონეებზე შეიძლება მხოლოდ იოცნებო. როდესაც 2015 წელს გუნდის ჩაბარება შემომთავაზეს, ვიგრძენი, იდეალურად ვითანამშრომლებდით. ეს რომ ასე არ იყოს, კონტრაქტს არ გავაგრძელებდი. კლუბი იმდენად კარგ მდგომრეობაშია, რომ ამაზე ვერც ვიოცნებებდი.

აქედან წასვლაზე არც მიფიქრია, რამეთუ სამუშაოდ ამაზე უკეთესი ადგილი არ არსებობს", - დასძინა კლოპმა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული