
"ლივერპულმა" საკუთარ ოფიციალურ ვებგვერდზე გაავრცელა ინფორმაცია, რომ "ზალცბურგის" ყოფილი ფეხბურთელი ტაკუმი მინამინო "წითლების" მოთამაშე გახდა.
24 წლის იაპონელი "ლივერპულს" 1-ლი იანვრიდან შეუერთდება, როცა ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა ოფიციალურად გაიხსნება. მინამინო ახალ გუნდში 18-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
ადრე გავრცელებული ინფორმაციების თანახმად, ინგლისურ კლუბს იაპონელის შეძენა 8 მილიონი ევრო დაუჯდა და კონტრაქტით სწორედ ამავე თანხის გადახდა მოუწევს მინამინოს მსურველ კლუბს.
მინამინოს შესახებ ინფორმაციას ქვევით მოცემულ სტატიაში შეგიძლიათ გაეცნოთ.
"ზალცბურგის" ფეხბურთელი "ლივერპულში" სამედიცინო შემოწმებას დღეს გაივლის