არტეტას გამო "მანჩესტერ სიტი" "არსენალისგან" 2 მილიონს ითხოვს

AutoSharing Option
მიკელ არტეტას "არსენალის" მენეჯერად დანიშვნა საბოლოოდ ჯერ კიდევ არ არის გადაწყვეტილი.

საქმე იმაშია, რომ არტეტა "მანჩესტერ სიტიში" მწვრთნელ პეპ გვარდიოლას თანაშემწეა და კლუბთან კონტრაქტი აკავშირებს.

Sky Sports-ის ცნობით, ხელშეკრულების მიხედვით, კონტრაქტის გაწყვეტის შემთხვევაში, არტეტამ 2 მილიონი ფუნტი უნდა გადაიხადოს.

როგორც კი "არსენალი" ამ თანხას გადაიხდის, შეეძლება არტეტას მწვრთნელად დანიშვნა გამოაცხადოს.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ არტეტამ "მეთოფეების" ხელმძღვანელებთან მომავალი ტრანსფერები განიხილა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული