
ლონდონის "არსენალის" ახალმა მთავარმა მწვრთნელმა მიკელ არტეტამ "მეთოფეების" ოფიციალურ საიტთან საუბარში აღნიშნა ის 4 საკითხი, რაზეც გუნდთან ერთად იმუშავებს.
"ბურთი, პარტნიორი, მოწინააღმდეგე და სივრცე. გუნდში მხოლოდ ამის გარშემო ვიმუშავებთ", - ციტირებს არტეტას "არსენალის" "ტვიტერის" გვერდი.
37 წლის მიკელ არტეტამ, რომელიც აქამდე "მანჩესტერ სიტიში" ხოსეპ გვარდიოლას ასისტენტი იყო, ლონდონელებთან კონტრაქტს 2023 წლამდე მოაწერა ხელი.