გაბრიელ ჟეზუში: აგუერო ახალგაზრდა არაა, "სიტიში" ჩემი დრო მოვიდა

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" ბრაზილიელმა ფორვარდმა გაბრიელ ჟეზუშმა BT Sport-თან საუბარში განაცხადა, რომ დროა, "ქალაქელების" მთავარი ფორვარდი გახდეს.

"როცა "სიტიში" მოვედი, ბევრს ვთამაშობდი და აქ სწორედ ამიტომ მოვედი. შემდეგ სეზონში საქმეები გართულდა - აგუეროს გაცილებით მეტი სათამაშო დრო ჰქონდა, ვიდრე მე.

ვიცი, რომ სერხიო კლუბის ლეგენდაა, საუკეთესო ბომბარდირი და ესეც რომ არა, შესანიშნავი ფეხბურთელია. მის მიმართ ძალიან დადებითად ვარ განწყობილი და ვიცი, გოლის გატანა ნებისმიერ მომენტში, სათამაშო ხარისხისა და გამოცდილების ხარჯზე შეუძლია.

ამავე დროს, ვაანალიზებ, რომ ის ისეთი ახალგაზრდა არ არის, როგორც
მე. ამიტომაც ვფიქრობ, რომ "სიტიში" ჩემი დრო მოვიდა", - განაცხადა 22 წლის ბრაზილიელმა.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული