"არსენალი" მთლად დაჩაჩანაკდა - 60 წელიწადში პირველად, ზედიზედ 4 საშინაო მარცხი განიცადა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
29 დეკემბერს, პრემიერლიგის მე-20 ტურში "ჩელსიმ" "არსენალი" 2:1 დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ "არსენალი" 83-ე წუთამდე იგებდა და შემდეგ მოახერხა "ჩელსიმ" ორი გოლის გატანა და 3 ქულის მოპოვება.

"ჩელსი" 35 ქულით მეოთხე ადგილზეა, ხოლო "არსენალი" 24 ქულით - მეთორმეტეზე.

"არსენალმა", 60 წელიწადში პირველად, ყველა ტურნირზე ზედიზედ 4 საშინაო მარცხი განიცადა, თან ბოლო 15 მატჩიდან მხოლოდ 1 მოიგო.

"მეთოფეების" მეკარე ბერნდ ლენომ ამ სეზონში მეშვიდე შეცდომა დაუშვა, რომელსაც გოლი მოჰყვა - ეს ინგლისში სეზონის ანტირეკორდია.

ლონდონი. "ემირეითსი". 60 309 მაყურებელი
არსენალი - ჩელსი 1:2
გოლები:
1:0 ობამეიანგი (13), 1:1 ჟორჟინიო (83), 1:2 აბრაჰამი (87)

მკითხველის კომენტარები / 3 /
ეხ . რა დრო დაუდგა არსენალს არდა . რა გუნდი იყო . ნამდვილი მეთოფეები
Dato . mogeladze
23:26 29-12-2019
1
Avtor statias ro werdi liverpolze rato piqrobdi:))
Qomagi
21:53 29-12-2019
1

სიახლეები პოპულარული