ინგლისის თასზე "ლივერპულთან" წაგებული მატჩის (0:1) შემდეგ კომენტარი "ევერტონის" მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ გააკეთა.
"იმედგაცრუებული ვარ. იმედგაცრუებული ვარ იმით, რომ ბევრი მომენტი ვერ გამოვიყენეთ. უკეთ შეგვეძლო გვეთამაშა. დიახ, კონტრშეტევებზე ვითამაშეთ, მაგრამ გარკვეული პერიოდის განმავლობაში დაცვიდან ვერ გამოვდიოდით.
ახლა ჩემპიონატზე უნდა გადავერთოთ და ყველაფერი გავაკეთოთ, რათა რაც შეიძლება გამოვასწოროთ სატურნირო მდგომარეობა", - ციტირებს ანჩელოტის BBC.
"ლივერპულმა" "ევერტონს" თასზე დუბლებით სძლია
იურგენ კლოპი: გადათამაშებას გადავურჩით - შესანიშნავი ასპარეზობა და სკაუზერის ჩინებული გოლი