ნაოპერაციები პოლ პოგბა: ფეხის თითებს ვერ ვგრძნობ

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველმა პოლ პოგბამ კოჭ-წვივზე ოპერაცია გაიკეთა.

"მე არ ვიცი, ყველაფერი კარგადაა თუ არა. ფხიზლად არ გამოვიყურები. თქვენ, ბიჭებო, მკითხეთ, ყველაფერმა კარგად ჩაიარა თუ არა. არ ვიცი. ჩემს კოჭ-წვივს ვხედავ, მაგრამ ფეხის თითებს ვერ ვგრძნობ. თუმცა ჯერ კიდევ ცოცხალი ვარ. ეს კარგი სიახლეა და საქმის კურსში ჩაგაყენებთ.

მითხრეს, რომ მთვრალივით გამოვიყურები, მაგრამ სპირტიანი სასმელი არ დამილევია. ხელში რაღაც წამალი შემიყვანეს, მითხრეს, განვტვირთულიყავი და მესუნთქა. შემდეგ გავიღვიძე, ფეხის განძრევა ვერ შევძელი და არ ვიცოდი, სად ვიმყოფებოდი", - წერს პოგბა "ინსტაგრამზე".

პოგბამ ოპერაცია იმისათვის გაიკეთა, რათა ევროპირველობა არ გამოტოვოს.

მკითხველის კომენტარები / 3 /
ნაოპერაციები თუ ნაოპერაციევი?
სტატუს ქუო
11:44 08-01-2020
0
მთვრალივით გამოიყურება მაგრამ სპირტიანი სასმელი არ დაულევია, არც ნარკოზის შესახებ სმენია არაფერი მაგრამ რა პრობლემაა :))
saba
09:55 08-01-2020
0

სიახლეები პოპულარული