სოლსკიაერმა "მანჩესტერ იუნაიტედთან" ერთად უფრო მეტი მატჩი წააგო, ვიდრე მოიგო - ფერდინანდს კი პესიმისტური მოლოდინები აქვს

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედმა" პრემიერლიგის 24-ე ტურში საკუთარ მოედანზე "ბარნლისთან" წააგო (0:2) და ოლე გუნარ სოლსკიაერმა მოგება-წაგებების ბალანსი უარყოფით ნიშნულამდე მიიყვანა.

46 წლის ნორვეგიელი 2018 წლის დეკემბრიდან "იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის მოვალეობას ასრულებდა, ხოლო 2019 წლის მარტიდან უკვე მთავარ მწვრთნელად დაინიშნა.

მას შემდეგ "წითელმა ეშმაკებმა" 11 მატჩი მოიგო და 12-ში მარცხი განიცადა. არც ისე შთამბეჭდავი სტატისტიკაა გუნდისთვის, რომელსაც ინგლისის პრემიერლიგაში წამყვან პოზიციებზე აქვს პრეტენზია.

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა კაპიტანმა რიო ფერდინანდმა კი "ბარნლისთან" წაგებული მატჩის შემდეგ საკმაოდ პესიმისტური განცხადება გააკეთა.

"გულშემატკივრები ტრიბუნებს უკვე 84-ე
წუთზე ტოვებენ. ეს სირცხვილია.

ინგლისელი მოსწავლეები "მანჩესტერ იუნაიტედის" ფორმებს აღარ ჩაიცვამენ. "ბარნლისთან" გამართული შეხვედრის შემდეგ არც მატჩებზე დასწრების და არც "მანჩესტერის" გულშემატკივრობის სურვილი აღარ ექნებათ", - თქვა ფერდინანდმა BT Sport-ის პირდაპირ ეთერში.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული