არტეტას კორონავირუსი აქვს - "არსენალის" მატჩი გადაიტანეს

AutoSharing Option
"არსენალის" მწვრთნელ მიკელ არტეტას კორონავირუსი დაუდგინდა, - ამის შესახებ ინფორმაცია ლონდონურმა კლუბმა გაავრცელა.

კლუბის პერსონალი, რომელსაც არტეტასთან კონტაქტი ჰქონდა, იზოლირებულია.

კომენტარი თავად არტეტამ გააკეთა: "ამან მართლაც დამამწუხრა. თავი შეუძლოდ ვიგრძენი და ტესტი ჩავაბარე. სამუშაოს მაშინ დავუბრუნდები, როდესაც ამის უფლებას მომცემენ".

"ტაიმსის" ცნობით, პრემიერლიგის ხელმძღვანელობამ ტურნირის მაყურებლების გარეშე გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღო, მას შემდეგ კი, რაც "მეთოფეთა" მენეჯერს კორონავირუსი აღმოაჩნდა, საგანგებო კრებას ჩაატარებს. ამ კრებაზე ტურნირის გაგრძელების მიზანშეწონილობაზე იმსჯელებენ.

უკანასკნელი ინფორმაციით, 15 მარტს დანიშნული მატჩი "ბრაიტონსა" და "არსენალს" შორის გადაიტანეს.

კორონავირუსი დაუდგინდა" style="height: 50px; width: 50px;" />"იუვენტუსის" ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდგინდა
მკითხველის კომენტარები / 1 /
მშვიდობა. ქონებოდეს
macbook pro
04:27 13-03-2020
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული