Sport.es-ის ინფორმაციით, ლონდონის "არსენალის" გაბონელ ფორვარდ პიერ-ემერიკ ობამეიანგს კატალონიურ "ბარსელონაში" გადასვლა ძალიან უნდა.
გამოცემის მიხედვით, ფეხბურთელმა ამჟამინდელ კლუბთან საუბრისას განაცხადა, რომ ბარსელონასთან ახლოს მისი ნათესავები ცხოვრობენ და ფეხბურთელისთვის იქ ცხოვრებაა სასურველი.
სხვადასხვა წყაროს ცნობით, "ბარსელონას" თავდამსხმელის შეძენა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროსაც სურდა, თუმცა "არსენალმა" ობამეიანგი არ გაუშვა.
"ბარსელონა" მზადაა უმტიტის შეელიოს
"ბარსელონა" მზადაა ტერ შტეგენს ხელფასი 6.3 მილიონ ევრომდე გაუზარდოს