ვეინალდუმი: "ლივერპულის" ფეხბურთელები კლოპს ეთაყვანებიან

AutoSharing Option
"ლივერპულის" ნახევარმცველმა ჟორჟინიო ვეინალდუმმა თავის პროგრესსა და გუნდის მწვრთნელ იურგენ კლოპზე ისაუბრა.

"ლივერპულში" მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიე და უფრო უნივერსალური ფეხბურთელი გავხდი. ადრე მხოლოდ შეტევაში ვთამაშობდი. 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ ნახევარდაცვის ცენტრში დამწიეს და მას შემდეგ შეტევაში არ ვთამაშობ.

კლოპმა ჩემში უფრო დაცვითი სტილის ფეხბურთელი დაინახა, სადაც უნივერსალი უნდა იყო.  ეს ყოველთვის იოლი არ არის, რადგან შეტევაში თამაშს ვარ მიჩვეული. თუმცა განვითარებაში დამეხმარა. ახლა უფრო სრულყოფილი ფეხბურთელი ვარ.

მწვრთნელმა ჩემზე დიდი გავლენა მოახდინა. კლოპმა გუნდი თავის კუთვნილ ადგილზე დააბრუნა და
საკუთარი ხედვა შემატა.

რა თქმა უნდა, ფეხბურთელები კლოპს ეთაყვანებიან, რადგან მათზე ზრუნავს და კარგი მწვრთნელია. ფეხბურთელები პროგრესირებენ, მასთან მუშაობა სასიამოვნოა. ჩვენ ბევრჯერ ვისაუბრეთ და ჩემთვის მნიშვნელოვანი ადამიანი გახდა. კლოპმა ჩემზე ბევრი ისეთი რამ იცის, რაც სხვა მწვრთნელებმა არ იციან. პროფესიონალურ და პირად დონეზე მართლაც კარგი ურთიერთობა გვაქვს", - განუცხადა ვეინალდუმმა Goal-ს.

მკითხველის კომენტარები / 2 /
მწვრთნელი ამას ჰქვია.
emigranti
03:20 18-03-2020
1
დიდება კლოპს
ოდდსპორტალი
10:42 18-03-2020
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული