ჩილელი ამჟამად მილანის "ინტერში" იჯარის წესით თამაშობს, თუმცა მისი ტრანსფერის უფლება "მანჩესტერ იუნაიტედს" ეკუთვნის. იტალიელები არ აპირებენ ფეხბურთელის კონტრაქტის გამოსყიდვას, ხოლო არც თავად "წითელ ეშმაკებს" სურს სანჩესის დატოვება მაღალი ხელფასის გამო (კვირაში 500 ათასი ფუნტი).
"ვესტ ჰემი" სანჩესის აგენტთან, ფერნანდო ფელიჩევიჩთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს, თუმცა ფეხბურთელს შედარებით მცირე ხელფასს ჰპირდებიან.
ოლე-გუნარ სოლსკიაერი: სანჩესისა და ლუკაკუს გაყიდვას არ ვნანობ