კინგსლი კომანი: ჩემს კარიერაში საუკეთესო მწვრთნელი გვარდიოლაა

AutoSharing Option
"ბაიერნის" ნახევარმცველმა კინგსლი კომანმა კარიერაში საუკეთესო მწვრთნელი დაასახელა.

"ჩემთვის საუკეთესო მწვრთნელი გვარდიოლაა. მისი ხელმძღვანელობისას დავიწყე სტაბილურად თამაში.

ჩემი პოზიციის ფეხბურთელისთვის, გარემარბისთვის, რომელსაც უყვარს შეტევა, ის მართლაც საუკეთესოა, ვინაიდან ძალიან მომთხოვნია.

ის იერიშისას სისტემას მიქმნიდა, სადაც უფრო მეტად შემეძლო გამებრწყინა. სტატისტიკაზე მუშაობას არ მთხოვდა. ძალიან ვაფასებ მას", - განუცხადა კომანმა Goal-ს.

კომანი გვარდიოლას ხელმძღვანელობით 2015/16 წლების სეზონში თამაშობდა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული