მსოფლიოში ყველაზე კითხვადმა სპორტულმა სააგენტო ESPN-მა ინგლისის პრემიერლიგის განახლების სავარაუდო თარიღად 6 ივნისი დაასახელა.
გამოცემის ცნობით, პრემიერლიგა, ჩემპიონშიფი, პირველი და მეორე ლიგები თამაშების განახლების საორიენტეციო დღედ სწორედ 6 ივნისს მიიჩნევენ. თუმცა შეჯიბრებების დაწყებამდე კლუბებს 3-კვირიანი მოსამზადებელი ეტაპის გავლა მოუწევთ.
ამასთანავე, დიდი ალბათობით, სეზონის დარჩენილი მატჩები მაყურებლის გარეშე ჩაივლის. აღნიშნულ საკითხზე ინფორმაციის მიღება ქვევით მოცემულ სტატიაში შეგიძლიათ.
The Telegraph: შესაძლოა, პრემიერლიგის დარჩენილი მატჩები 5 კვირაში ჩაატარონ