"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველი პოლ პოგბა იხსენებს მიზეზს, თუ რატომ დატოვა 2012 წელს კლუბი და გადავიდა ტურინის "იუვენტუსში".
"ეს უფრო ნდობის არასაკმარისობა იყო. "ბლექბერნთან" ვთამაშობდით. ეს იყო ბოლო წვეთი. ნახევარმცველები აღარ იყვნენ დარჩენილები, ცენტრში სუნი და რაფაელი თამაშობდნენ. ფერგიუსონმა მითხრა, რომ გავხურებულიყავი, მაგრამ მაინც არ მათამაშა. ამ მომენტში ჩემი გული გატყდა. მაშინ პატრიკ ევრას ვუთხარი, რომ "იუვენტუსში" გადავიდოდი. მინდოდა მეჩვენებინა, რომ სასტარტო შემადგენლობაში თამაში შემეძლო, მიუხედავად იმისა, რომ ამას არ მპირდებოდნენ", - ციტირებს პოგბას ჯანლუკა დი მარციოს ოფიციალური საიტი.
შეგახსენებთ, 2012
წელს პოგბა ტურინის "იუვენტუსში" გადავიდა, ხოლო 2016 წელს ისევ "მანჩესტერში" დაბრუნდა. ახლა კი, სავარაუდოდ, ისევ ტურინში გადავა.
თუ პოგბა ვერ დაიბრუნა, "იუვენტუსი" ამ ფეხბურთელის ყიდვას ეცდება
პოგბა ჩამოყალიბდა და გადაწყვიტა სად სურს კარიერის გაგრძელება