ინგლისს კიდევ ერთი გრანდი ეყოლება - არაბები ახალ კლუბს ყიდულობენ

AutoSharing Option
Daily Mail-ის ცნობით, ფინანსურმა ფონდმა საუდის არაბეთიდან "ნიუკასლ იუნაიტედის" ყოდვის საკითხი უკვე შეათანხმა და ჩრდილოური კლუბის სანაცვლოდ 345 მილიონ ევროს გადაიხდის.

ამჟამად მზა დოკუმენტები ინგლისის პრემიერლიგის ხელმძღვანელობასთანაა და დადასტურებას ელოდება, რასაც, დაახლოებით, 1 თვე შეიძლება დასჭირდეს. გარიგების თანახმად, არაბი ინვესტორები კლუბის 80%-ს შეიძენენ, ხოლო 10-10% ამანდა სტეივლის მფლობელობაში არსებულ კომპანია PCP Capital Partners-სა და ძმებ რუბენებს დარჩება. მომავალმა მფლობელმა თანხა უკვე საბანკო დეპოზიტზე შეიტანა და როგორც კი ლიგის ხელმძღვანელობა შეთანხმებას გააოფიციალურებს, ფულს "ნიუკასლის" ამჟამინდელი მფლობელი მაიკ ეშლი მიიღებს.

კლუბის ახალი
პრეზიდენტი იასირ ალ-რუმაიანი გახდება, რომელიც მსოფლიოს უმსხვილეს ნავთობ-კომპანია Saudi Aramco-ს დირექტორთა საბჭოს წევრია და საუდის არაბეთის უკანასკნელი პრინცი მოჰამედ ბინ სალმანის უახლოესი მეგობარი. აღსანიშნავია, რომ ამ გარიგებისა და ზოგადად, ინგლისში კლუბის ყიდვის ინიციატორი სწორედ პრინცი იყო.

მიმდინარე სეზონში ინგლისის პრემიერლიგის 29 ჩატარებული ტურის შემდეგ "ნიუკასლს" 35 ქულა აქვს მოგროვებული და სატურნირო ცხრილში მე-13 ადგილს იკავებს.

ამ გარიგების შემდეგ კლუბის ოცნებებმა ფრთები შეისხა და უკვე იწერება, რომ გუნდის მთავარი მწვრთნელი მაურისიო პოჩეტინო შეიძლება გახდეს.

მკითხველის კომენტარები / 1 /
აკი ნავთობი ჩაწვაო და ფულს იქით იხდიან ოღონდ წაიღეთო...? ნიუკასლს წარმატებები
papa
22:56 21-04-2020
0

სიახლეები პოპულარული