"მანჩესტერის" ყოფილმა მცველმა გარი ნევილმა, რომელიც ამჟამად საფეხბურთო ექსპერტად მუშაობს, ნახევარმცველ პოლ პოგბას მომავალზე ისაუბრა.
"მთელი სეზონი პოგბა "მანჩესტერისგან" განზოგადოებულივით იყო. ბევრ სპეკულაციას ჰქონდა ადგილი, მისი აგენტი სხვადასხვა განცხადებებს აკეთებდა.
ახლა საინტერესოა, კორონავირუსის პირობებში და საფეხბურთო ეკონომიკის გადატვირთვისას რა მოხდება. ვინ მოინდომებს პოგბას ტრანსფერში 80-100 მილიონი ფუნტის გადახდას? რომელი კლუბია მზად გადაუხადოს უზარმაზარი ხელფასი?

მე პოლის დამსახურებაზე კი არა, არამედ იმ ეკონომიკურ სიტუაციაზე ვლაპარაკობ, რომელშიც მთელი მსოფლიო აღმოჩნდა", - განუცხადა გარი ნევილმა Sky Sports-ს.