რობერტ ლევანდოვსკიმ თავისი 2 საუკეთესო მატჩი გაიხსენა

AutoSharing Option
"ბაიერნის" 31 წლის თავდამსხმელმა რობერტ ლევანდოვსკიმ თავისი კარიერის საუკეთესო მატჩები გაიხსენა.

"ასეთი ბევრი იყო, მაგრამ "ვოლფსბურგთან" შეხვედრას გავიხსენებდი, როდესაც 9 წუთში 5 გოლი გავიტანე. ეს რაღაც განსაკუთრებული იყო. ასეთი რამის გაკეთება თითქმის შეუძლებელია. ამას ვერც ვიფიქრებდი. სიცოცხლის ბოლომდე მემახსოვრება.

რა თქმა უნდა, "რეალის" კარში გატანილ 4 გოლს ვერ დავივიწყებ. მაშინ "დორტმუნდში" ვთამაშობდი", - ციტირებს ლევანდოვსკის "სპოქსი".

ამ სეზონში 23 მატჩში გატანილი 25 გოლით ის ბუნდესლიგის ბომბარდირია.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული