ინგლისში სრულფასოვანი კონტაქტური ვარჯიშებიც განახლდება

AutoSharing Option
ინგლისში ფეხბურთის განახლებისთვის მორიგი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგეს, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო შეჩერდა.

Mirror-ის ცნობით, მთავრობამ პრემიერლიგის ფეხბურთელებს ნებართვა მისცა, ჯგუფური ვარჯიშების დროს კონტაქტური ვარჯიშებიც შეასრულონ, რაც აქამდე აკრძალული იყო. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ინგლისში სრულფასოვანი ვარჯიშები დაბრუნდა.

24 მაისს ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსის განმეორებით ტესტირებამ ფეხბურთელებში კიდევ 2 შემთხვევა გამოავლინდა და ჯამში, პრემიერლიგაში ინფიცირებული ფეხბურთელების რაოდენობამ 8-ს მიაღწია.

"უოტფორდის" კაპიტანმა ტროი დინიმ უარი თქვა ჯგუფურ ვარჯიშებზე, რამდენადაც ეშინია, კორონავირუსით არ დაინფიცირდეს და ოჯახში პატარა ბავშვი არ დააინფიციროს. ასევე, "ჩელსის"
ფეხბურთელი კანტე უარს ამბობს ვარჯიშებზე. შეგახსენებთ, არსებული რეგულაციების მიხედვით, კლუბს არ აქვს უფლება, მოთამაშეს ვარჯიში დაავალდებულოს.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული