დუდეკი: ეშმაკი მეუბნებოდა, ბენიტესისთვის სახეში ჩამერტყა

AutoSharing Option
"ლივერპულისა" და პოლონეთის ნაკრების ყოფილმა მეკარე იერჟი დუდეკმა რაფაელ ბენიტესთან გამართული დიალოგი გაიხსენა და განაცხადა, რომ ცოტა დააკლდა და ესპანელს სახეში მუშტს უთავაზებდა.

"პეპე (რეინა) ძალიან კარგი ბიჭი იყო, თუმცა რაფამ ახალი მეკარე მაშინ შეიძინა, როცა კარიერის პიკში ყოფნას ვგრძნობდი.

ბენიტესს ვუთხარი, რომ 2006 წლის მსოფლიო თასი ახლოვდებოდა და მე თამაში მჭირდებოდა. "კიოლნი" იყო დაინტერესებული, თუმცა სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე რამდენიმე დღით ადრე დამირეკეს და მითხრეს: "რაფა საერთოდ არ გველაპარაკება, რატომ?"

გაკვირვებული დავრჩი, არადა, მეგონა, რომ ყველაფერი უკვე შეთანხმებული იყო.

მეორე
დღეს, ვარჯიშის შემდეგ მასთან მივიჭერი. ბენიტესმა კი მიპასუხა: "მათ მხოლოდ იჯარა შემოგვთავაზეს, შენ კი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ხარ.

"კიოლნი" შენ სანაცვლოდ 800 000 ფუნტს იხდიდა, მაგრამ რეინამ რომ ტრავმა მიიღოს, მერე რა ვქნა? 800 000-ის სანაცვლოდ ამხელა საფრთხეში თავს ვერ ჩავიგდებ.

სწორედ ამის შემდეგ მოვიდა გონებაში გიჟური აზრი: "მოდი, უბრალოდ სახეში მუშტს ჩავარტყამ". ეშმაკი ჩამჩურჩულებდა, რაფასთვის დამერტყა და ამ შემთხვევაში "კიოლნში" წასვლის უფლებას მომცემდნენ.

თუმცა ამ გადმოსახედიდან წარსულს რომ ვუყურებ, უფრო მეტად ვაფასებს იმას, რომ ვითამაშე ისეთი კლუბის რიგებში, როგორიც "ლივერპულია", - განაცხადა დუდეკმა.

მომზადებულია goal.com-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული