ექსლივერპულელი: კლოპმა მარტო კარიუსს ვერ უშველა

AutoSharing Option
"ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა მარკ ლოურენსონმა მერსისაიდული გუნდის მწვრთნელი იურგენ კლოპი დაახასიათა.

"ვინმეს 30 წლის წინ ჩემპიონატის მომგები გუნდისთვის რომ ეთქვა, მომავალში ამდენი ხანი ვერ დაეუფლებით ოქროს მედლებსო, თეთრხალათიანები წაიყვანდნენ. ფანტასტიკაა.

როდესაც კლოპი მოვიდა, ყველამ იგრძნო, თუ როგორ იცვლებოდა სიტუაცია. რამდენიმე თვეში ვიცოდით, რომ სრულიად სხვა რამ იწყებოდა.

არ მიყვარს, როცა მოედანზე პატარა არგენტინელი გადის, ხალხი კი ამბობს, რომ ის შემდეგი მესია. არა, ასე არ არის. ასეა კლოპის შემთხვევაშიც - იურგენი მოვიდა და დაიწყეს ლაპარაკი, თითქოს შემდეგი შენკლია.

კლოპმა ყველა ფეხბურთელი
უკეთესი გახადა. ერთადერთი ეს კარიუსზე არ ითქმის. იურგენმა უდიდესი სამუშაო შეასრულა", - განუცხადა ლოურენსონმა BBC Sport-ს.

მკითხველის კომენტარები / 1 /
"იურგენმა უდიდესი სამუშაო შეასრულაო", განაცხადა კლოპმა...თუ აზრზე ხართ რას წერთ?!:)))
emigranti
04:41 29-06-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული