ლორის კარიუსი: როგორ შეიძლება ტვინშერყეულს დასცინო?

AutoSharing Option
"ლივერპულის" ყოფილმა მეკარე ლორის კარიუსმა, რომელმაც 2017/18 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგის ფინალში "რეალთან" ორი საბედისწერო შეცდომა დაუშვა, რამაც მისი გუნდის დამარცხება გამოიწვია, "ბილდს" გაუმხილა, თუ რა სტრესი გადაიტანა:

"სერხიო რამოსთან შეჯახების შემდეგ ტვინის შერყევა მქონდა. ამან მხედველობის არეალი შემიზღუდა. ეს დეტალური გამოკვლევის შედეგად გამოცდილმა სპეციალისტმა დაადასტურა.

არ მინდოდა ამის გამხელა. ბევრი შეურაცხყოფა მივიღე. თავს არ ვიმართლებდი, მაგრამ არ მესმის, როგორ შეიძლება ტვინშერყეულს დასცინო?

ყველა ჩემმა ძველმა კარგმა თამაშმა უმალ აზრი დაკარგა. ჩვენ, ფეხბურთელები, ინტერნეტის მიმართ სიძულვილს განვიცდით. ყველა შეტყობინება რომ
წაიკითხო, ორი ღამე არ დაგეძინება. ეს სიგიჟეა, რასაც ანონიმურობის ნიღაბს ამოფარებული ადამიანები ლაპარაკობენ, სხვებს შეურაცხყოფას აყენებენ და რასისტები ხდებიან.

სტვენის გამო ფანების გამტყუნება არ შეიძლება. ისინი ბილეთში ფულს იხდიან და უფლება აქვთ, უკმაყოფილონი იყვნენ. პროფესიონალმა უნდა მოითმინოს, მაგრამ არა პირადი შეურაცხყოფა და მუქარა".

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული