"ლივერპული" უქეიფოდ აღარაა და "ასტონ ვილას" სძლია

AutoSharing Option
პრემიერლიგის 33-ე ტურში ჩემპიონმა "ლივერპულმა" 2:0 მოუგო "ასტონ ვილას".

ოქროს მედლების მოპოვების შემდეგ მერსისაიდული გუნდი გასულ ტურში "მანჩესტერ სიტის" ეწვია და 0:4 დამარცხდა, ნამატჩევს კი მასპინძელთა გუნდის მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ მეტოქეზე გაიხუმრა - ოთხი დღის განმავლობაში იმდენი ლუდი დალიეს, ეს შედეგი გასაკვირი არც არისო.

"ლივერპულის" თავდამსხმელმა მოჰამედ სალაჰმა ინგლისის ჩემპიონატზე 116 მატჩში გოლი+პასის სისტემით 100-იან ნიშნულს მიაღწია და მასზე უკეთესი მაჩვენებელი მხოლოდ ალან შირერს აქვს - 100 შეხვედრაში.

"წითლების" ფორვარდმა სადიო მანემ ზედიზედ მესამე სეზონში 20+ გოლი გაიტანა.

ლივერპული -
ასტონ ვილა 2:0
გოლები: 1:0 მანე (71), 2:0 ჯონსი (89)

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული