მოურინიომ განაცხადა, რომ ევროპა ლიგა მისი დონის ტურნირი არაა

AutoSharing Option
"ტოტენჰემ ჰოთსპურის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ ევროპა ლიგისადმი საკუთარ დამოკიდებულებაზე ისაუბრა.

"ევროპა ლიგა ყველაზე მნიშვნელოვანი ევროპული შეჯიბრება არაა, თუმცა მნიშვნელობით მეორეა. როცა კლუბი მოიგებს ჩემპიონთა ლიგას, ფეხბურთელი ან მწვრთნელი იღებს თასს... ჰკითხეთ ლუის ჰემილტონს, უნდა თუ არა ფორმულა 2-ის მოგება. არა მგონია, ამაზე ოცნებობდეს.

თუმცა ეს ტურნირია და მე საერთოდ ართამაშს ევროპა ლიგაზე თამაში მირჩევნია. ვფიქრობ, ამ შეჯიბრების მოგება "ტოტენჰემს" სურს. "მანჩესტერ იუნაიტედი" დიდი ორგანიზაციაა, რომელიც მხოლოდ ჩემპიონთა ლიგაზე ფიქრობს, თუმცა 2016/17 წლებში ევროპა ლიგაზე ვთამაშობდით და მოვიგეთ კიდეც.

ვთვლი,
რომ "ტოტენჰემმა" ყველაფერი უნდა გააკეთოს მომავალ სეზონში ევროპა ლიგაზე თამაშის უფლების მისაღებად. ამისთვის უნდა ვიბრძოლოთ", - თქვა ჟოზემ.

ინგლისის პრემიერლიგაში ჩატარებული 35 ტურის შემდეგ "ტოტენჰემს" 52 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-8 ადგილს იკავებს.

ლუის ჰემილტონი კი ფორმულა 1-ის 6-გზის ჩემპიონია და მიხაილ შუმახერის რეკორდამდე 1 ტიტული აშორებს.

მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 1 /
Vai!
Propaganda
14:22 13-07-2020
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული