კეინმა მე-200 გაიტანა - "ტოტენჰემი" მოურინიოს დაწუნებულ ევროპა ლიგას მიუახლოვდა

AutoSharing Option
პრემიერლიგის 36-ე ტურში "ტოტენჰემმა" სტუმრად 3:1 მოუგო "ნიუკასლს" და ევროპა ლიგის ზონას მიუახლოვდა.

დუბლი თავდამსხმელმა ჰარი კეინმა შეასრულა. მან მე-200 და 201-ე გოლები გაიტანა და ეს 350 მატჩში მოახერხა.

ჟოზე მოურინიოს გუნდი 55 ქულით მეშვიდე ადგილზეა და თუ ასევე წარმატებულად გააგრძელა ასპარეზობა, შეიძლება ევროპა ლიგის საგზურსაც კი გამოჰკრას ხელი.

თუმცა, თავად პორტუგალიელს ეს ტურნირი არ ხიბლავს. ამას წინათ დაიჩივლა, მსოფლიოს ჩემპიონ ლუის ჰემილტონს ფორმულა 2-ში მონაწილეობა მოეწონებოდაო?

"ტოტენჰემი" 55 ქულით მეშვიდე ადგილზეა და 19 ივლისს "ლესტერს" უმასპინძლებს.

ნიუკასლი - ტოტენჰემი 1:3
გოლები: 0:1 სონი (27), 1:1 რიტჩი (56), 1:2 კეინი (60), 1:3 კეინი (90)

მკითხველის კომენტარები / 1 /
ბებიამისისამ,სანამ ეგ მაქ იქნება ტოტენჰემი ჩემპიონთა ლიგაზე ვეღარ გავა!
alex
02:02 16-07-2020
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული