"სანის" ცნობით, "ტოტენჰემის" 57 წლის მწვრთნელი ჟოზე მოურინიო "არსენალთან" მატჩის შემდეგ თავის მეგობარ გოგონას, პრიუ კარტერ-რობინსონს ეწვია.
კვირას, 12 ივლისს, პორტუგალიელს ტანსაცმელიც არ გამოუცვლია და სტადიონიდან პრიუს პირდაპირ სახლში მიაკითხა, რომელთანაც გამოცემის მტკიცებით, რომანი აქვს გაბმული.
ის თავისი Audi 4x4-ით გაემგზავრა, თუმცა "სანი" არ აღნიშნავს, როგორ იზეიმეს ჟოზემ და პრიუმ "მეთოფეებთან" გამარჯვება (2:1).
პრიუ მოურინიოს "რეალში" მუშაობის პერიოდიდან იცნობს და ისინი გასულ წელს კატარში პლაჟზე ერთად შენიშნეს.
ჟოზე უკვე 30 წელიწადზე მეტია მატილდაზეა დაქორწინებული და ორი სრულწლოვანი შვილი ჰყავთ.
ხმები
მოურინიოს რომანის შესახებ ჯერ კიდევ 2016 წელს დაირხა, როდესაც "მანჩესტერს" ედგა სათავეში, სასტუმროში ცხოვრობდა, მისი ოჯახი კი ლონდონში დარჩა.
დღეს "ტოტენჰემმა" "ლესტერს" 3:0 მოუგო, ზედიზედ მესამე გამარჯვება იზეიმა და 58 ქულით მეექვსე ადგილზეა.