"უემბლიზე" ჩატარებულ ინგლისის სუპერთასზე თასის მფლობელმა "არსენალმა" თერთმეტმეტრიანების სერიაში ჩემპიონ "ლივერპულს" სძლია.
მე-13 წუთზე "მეთოფეები" პიერ-ემერიკ ობამეიანგმა დააწინაურა, საპასუხო გოლი 73-ე წუთზე ტაკუმი მინამინომ გაიტანა, პენალტების სერიაში კი დედაქალაქელებმა 5:4 იმარჯვეს. ერთადერთი პენალტი რიან ბრუსტერმა ვერ გამოიყენა.
"არსენალი" სუპერთასს მეთექვსმეტედ დაეუფლა. უფრო მეტჯერ სუპერთასი მხოლოდ "მანჩესტერს" აქვს მოგებული - ოცდაერთჯერ.
"არსენალი" სუპერთასს მეთექვსმეტედ დაეუფლა. უფრო მეტჯერ სუპერთასი მხოლოდ "მანჩესტერს" აქვს მოგებული - ოცდაერთჯერ.
- რაც 2020 წლის იანვარში "ზალცბურგიდან" გადავიდა, მინამინომ "ლივერპულში" პირველი გოლი გაიტანა. მან 17 მატჩში მიიღო მონაწილეობა.
- ობამეიანგმა "უემბლიზე" მეხუთე გოლი გაიტანა და ალექსის სანჩესის მიერ დამყარებული საკლუბო რეკორდი გაიმეორა.