"მანჩესტერ სიტი" მესის პრეზენტაციისთვის ემზადება

AutoSharing Option
თავდამსხმელი ლეო მესი "ბარსელონაში" მედშემოწმებაზე არ გამოცხადდა, კორონავირუსზე ტესტი არ ჩააბარა და გუნდის პირველ ვარჯიშში მონაწილეობა არ მიიღო. "მარკას" ცნობით, მან კატალონიური კლუბის ხელმძღვანელობას განუცხადა, რომ თავს "ბარსას" ფეხბურთელად აღარ თვლის.

ჟურნალისტი მარსელო ბეხლერი კი ამტკიცებს, რომ "მანჩესტერ სიტი" ლეოს პრეზენტაციისათვის ემზადება და ამისათვის სპეციალური ვიდეორგოლის მომზადება დაიწყო.

თუმცა, ცხადია, "ბარსელონა" მესის ასე ადვილად არ შეელევა, საქმე სასამართლომდე მივა და სანამ სხვადასხვა ინსტანციაში გარჩევები გაიმართება, ფეხბურთელის კონტრაქტიც ამოიწურება.

ESPN იტყობინება, რომ მესის ერთადერთი გზა დარჩა - ერთი წელი არ ითამაშოს,
ხელფასი არ აიღოს და გაისად თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვოს "ბარსა".

მესის "ბარსასთან" ხელშეკრულება 2021 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად უფრო დიდი კვერცხებიანი ბიჭი გჭირდებათ და არა ეს უ....ო ყარაჩოღელი
გიჟუა
23:45 31-08-2020
16

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული